ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა


     ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის ანგარიში


მასწავლებლებს შორის თანამშრომლობისას გამოვლენილი პრობლემები და მისი გადაჭრის გზები სასკოლო კულტურის გასაუმჯობესებლად



                                       ნინო ელბაქიძე

სსიპ ქ. ქუთაისის N22 საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

                                         

                                                      ქუთაისი, 2019
                                                                                                                   



შესავალი..................................................................................................................................4 
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა ........................................................................................7
1.1. მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ .........................................................................7
1.2. მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები .............................................................................................................              7
1.3. საკვლევი საკითხის მიმოხილვა...................................................................................8
1.4. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.........................................................8
1.5. საკვლევი საკითხის აქტუალურობა.............................................................................9
1.6.კვლევის მიზანი..............................................................................................................10
1.7. კვლევის ამოცანა............................................................................................................10


თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი..............................................................................................12

თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა...............................................................................................13
3.1. ეფექტური კომუნიკაციის როლი ნაყოფიერ თანამშრომლობაში........................13
3.2. მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი გარემოს განხილვა........................14
3.3. თანამშრომლობა, როგორც დემოკრატიული ცნობიერების ამაღლების საშუალება.............................................................................................................................18
3.4. მასწავლებელთა თანამშრომლობა, როგორც პროფესიული განვითარების ეფექტური ფორმა.................................................................................................................20
3.5. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა..............................................................................................23


თავი IV
მეთოდოლოგია...................................................................................................................24
4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი...................................................................................................................................24
4.2. კვლევის მეთოდები. კვლევაში გამოყენებული შერჩევის ტიპები...................................................................................................................................24
4.3. მონაცემების შეგროვება..............................................................................................26
4.4. კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები..........................................................................................................27
4.5. კვლევის ვადები...........................................................................................................28  


თავიV
კვლევის შედეგები..............................................................................................................30
5.1. მონაცემების ანალიზი................................................................................................................................30
5.2. ძირითადი მიგნებები..................................................................................................48
5.3. ინტერვენციები.............................................................................................................49
5.4. განხორციელებული ცვლილებები ...........................................................................50


თავი VI
ინტერვენციების შეფასება..................................................................................................52
6.1. ინტერვენციების შეფასების მეთოდები..............................................................................................................................52
6.2. ინტერვენციების შეფასება..................................................................................................................................52




თავი VII
 რეკომენდაციები, თვითკრიტიკა და რისკფაქტორები................................................56
7.1. თვითკრიტიკა და რისკფაქტორები...........................................................................56
7.2. რეკომენდაციები...........................................................................................................57


დასკვნა...................................................................................................................................58
      
ბიბლიოგრაფია.....................................................................................................................60

დანართები............................................................................................................................62
დანართი N 1.........................................................................................................................62
დანართი N 2.........................................................................................................................63
დანართი N 3.........................................................................................................................69
დანართი N 4.........................................................................................................................72
დანართი N 5.........................................................................................................................75
დანართი N 6.........................................................................................................................77
დანართი N 7.........................................................................................................................79

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ.................................................81



                                      შესავალი

       ნაშრომი წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის ანგარიშს. იგი საგანმანათლებლო ხასიათის კვლევაა. კვლევა ჩატარდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N22 საჯარო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 24-მა პედაგოგმა, 70-მა მოსწავლემ, 30-მა მშობელმა და დირექტორის მოადგილემ.  კვლევა განახორციელა ამავე სკოლის დირექტორმა და ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა ნინო ელბაქიძემ. კვლევის მიზანია, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის არსებული დონეების და იმ ბარიერების განსაზღვრა და მიზეზების დადგენა, რაც ხელს უშლის მასწავლებელთა თანამშრომლობას, საჭიროებების გამოკვეთა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მასწავლებლებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს, შემდგომ - განხორციელება, მიღებული შედეგების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა. კვლევის განხორციელების შემდეგ სკოლაში გაუმჯობესდა მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურა, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებაშიც აისახა.
       კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა კვლევის როგორც თვისებრივი, ისე - რაოდენობრივი მეთოდები. პედაგოგების გამოკითხვის, მასწავლებელთა ფოკუს ჯგუფების, მოსწავლეთა და მშობლების შევსებული კითხვარების საფუძველზე შემუშავდა შესაბამისი ინტერვენცია: მასწავლებელთა მონაწილეობით შიდასასკოლო კონფერენციის ჩატარება, სასწავლო რესურსისა და ბლოგის შექმნა და გამოქვეყნება, გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება და უკუკავშირი, პროფესიული ლიტერატურის გაცნობა, სამუშაო შეხვედრები თემებზე: ,,გაკვეთილის გეგმის, შეფასების რუბრიკების შედგენა და გეგმის შესაბამისი რესურსების შემუშავება,“ ,,სასწავლო რესურსისა და ბლოგის შექმნა.“ ინტერვენციების განხორციელების შედეგად გამოვლინდა თანამშრომლობითი სწავლა/სწავლების ეფექტურობა და ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვით სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.
       ნაშრომში შევეცადე შემექმნა რეალური და ობიექტური სურათი, თუ რა არის მიზეზი მასწავლებელთა შორის სუსტი თანამშრომლობითი კულტურისა, რაც სწორედ წინამდებარე კვლევის პრობლემატური საკითხია. ამ პრობლემის გადაწყვეტა კი დამოკიდებულია მასწავლებლის მიმღებლობაზე, მის აქტიურ ჩართულობაზე. აუცილებელია მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და მოსწავლეთა მიღწევებზეც ისახება.
       ვფიქრობ, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესების პროცესში დირექცია და სკოლის ყველა პედაგოგი უნდა იყოს ჩართული. მასწავლებელმა პროფესიული კვალიფიკაცია რომ აიმაღლოს, საჭიროა კოლეგიალური გარემოს ჩამოყალიბება, რაშიც მასწავლებლებს კონფერენციებსა და სემინარებზე მომხსენებლად გამოსვლა, სასწავლო ლიტერატურისა და სასწავლო რესურსის შექმნა, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩატარება ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მე-10 მუხლი პირდაპირ ავალებს მასწავლებლებს კოლეგებთან თანამშრომლობას, მაინც პრობლემატურ საკითხად რჩება ურთიერთთანამშრომლობა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კი აუცილებელია სკოლაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
                               ნაშრომი შედგება შვიდი თავისგან:
       I თავში საკვლევი საკითხის მიმოხილვაა, მოცემულია ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, საუბარია კვლევის მიზანსა და ამოცანებზე. II თავში პრაქტიკული კვლევის არსია განხილული. III თავი ლიტერატურის მიმოხილვას ეძღვნება. IV თავში საუბარია კვლევის დიზაინზე. V თავში კვლევის შედეგებს ვეცნობით. VI თავი ინტერვენციების შეფასებას ეთმობა. VII თავი კი მიგნებებზე, ინტერვენციებზე, განხორციელებულ ცვლილებებზე, რეკომენდაციებზე, თვითკრიტიკასა და რისკფაქტორებზეა.
       საკვანძო სიტყვები: თანამშრომლობითი კულტურა, ეფექტური კომუნიკაცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა.

                                        თავი I

                   საკვლევი საკითხის მიმოხილვა

1.1. მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
       სსიპ ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლაში 187 მოსწავლე და 25 მასწავლებელია. მასწავლებლების 90% სრულ განაკვეთზე მუშაობს. სკოლაში 2 წამყვანი, 18 უფროსი  და  5 პრაქტიკოსი მასწავლებელია. მასწავლებლები პერიოდულად გადიან ტრენინგებს, მათ აქვთ საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით ხარისხიანად წარმართონ სწავლა–სწავლების პროცესი.

1.2. მასწავლებელთა შორის თანამშრომლობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები
       მასწავლებელთა შორის სუსტი თანამშრომლობის პრობლემა საგანმანათლებნლო სივრცეში ერთ-ერთი აქტუალურია. ამიტომ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტირება, მის გადასაჭრელად ღონისძიებების დასახვა და განხორციელება დავისახე მიზნად. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზეა დამოკიდებული როგორც სკოლაში მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესება, ისე - სწავლის ხარისხის ამაღლება. ჩემ მიერ განხორციელებულმა დაკვირვებამ, გამოკითხვებმა და მასწავლებელთა  ნაწილის უკმაყოფილებამ, რომ კოლეგა არ ან არასათანადოდ ეხმარება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, უკუკავშირის მიცემაში, არ ან ნაკლებ  უზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ა. შ.   ცხადყო, რომ ჩვენს სკოლაში მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურა გასაუმჯობესებელია, მასწავლებლებს შორის არაეფექტური კომუნიკაციაა. კვლევის საფუძველი გახდა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ნაკლებობა. ვამჩნევდი, რომ კოლეგები ერთმანეთს უინტერესოდ, ძალდატანებით ან სულაც არ ეხმარებოდნენ. დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რა უნდა მომემოქმედებინა, რომ ეს პრობლემა სკოლაში მოგვარებულიყო. ამიტომ ჩემთვის, როგორც არამარტო მასწავლებლისთვის, არამედ, პირველ რიგში, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხით კვლევის წარმართვა, რომელიც ორიენტირებული  იქნებოდა პრობლემის იდენტიფიცირებასა და მისი გადაჭრის მცდელობაზე. აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა კვლევის მთავარი კითხვაც: ,,ჩვენს სკოლაში რა არის მიზეზი მასწავლებლებს შორის სუსტი თანამშრომლობისა და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?“

1.3. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
       21-ე საუკუნე მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საზოგადოებას და განათლების სისტემასაც ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უმთავრეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად ითვლება. მასწავლებელთა ნაწილს უჭირს ახალ რელსებზე გადმოსვლა. მათ ესაჭიროებათ ისეთი უნარების ათვისება, რაც საგაკვეთილო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას გაუადვილებთ. მასწავლებლებს ასევე მოეთხოვებათ საგნის სწავლების მეთოდიკის თანამედროვე მიდგომების ცოდნა, გაკვეთილის გეგმის და შეფასების რუბრიკების სწორად შედგენა, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და რესურსის შექმნა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, რასაც საბოლოოდ მოსწავლის ცოდნის ამაღლებასა და სასკოლო კულტურის გაუმჯობესებისკენ მივყავართ.

1.4. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
       ინტერვენციების დაგეგმვამდე საჭირო იყო პრობლემის სავარაუდო მიზეზების ჩამოყალიბება. მასწავლებლებისა და  დირექციის გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი:
Ø  მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი, კოლაბორაციული პრაქტიკის განხორციელება არ ხდება პროფესიული განვითარების მიზნით;
Ø  მასწავლებელთა უმეტესობას თანამშრომლობა მიაჩნია მოვალეობად;
Ø  მასწავლებლებს თითქმის არა აქვთ აქტივობების ერთად დაგეგმვის პრაქტიკა;
Ø  მასწავლებლები უპირატესობას დამოუკიდებლად მუშაობას ანიჭებენ;
Ø  მასწავლებლებს ბოლომდე არა აქვთ გააზრებული თანამშრომლობის მნიშვნელობა;
Ø  მასწავლებელთა ნაწილი სიახლეების მიმღებლობით არ გამოიჩევა. ამიტომ უჭირთ მოსწავლეების სასწავლო პროცესით დაინტერესება. ისინი თვლიან, რომ ცოდნას განახლება არ სჭირდება, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ, რომ ტრენინგებზე სიარული დროის ფუჭი კარგვაა, რომ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა სულაც არ ესაჭიროებათ, კრედიტების დაგროვება ,,ზედმეტი ტვირთია“ და ა. შ. თანამშრომლობაში მათ ხელს უშლის ისეთი საკმარისი წინაპირობების არქონა, როგორიცაა: კვალიფიკაცია, გამოცდიება, ასაკი.

1.5. საკვლევი საკითხის აქტუალურობა

       საკვლევი საკითხის აქტუალურობის დასაბუთება შეიძლება იმით, რომ მასწავლებლებს უჭირთ მოსწავლეების სასწავლო პროცესით დაინტერესება, მოსწავლეებს სასწავლო პროცესის მიმართ აქვთ დაბალი მოტივაცია, მოსწავლეებს არა აქვთ გაცნობიერებული, რომ არასაკმარისი განათლება მომავალში ხელს შეუშლის მათთვის სასურველ სამსახურში დასაქმებაში. მასწავლებლები ვერ ახერხებენ მოსწავლეებისთვის ამ საფრთხეების გაცნობიერებულ დონემდე მიწოდებას. მიზეზი კი ისაა, რომ არ სურთ სიახლის მიღება, ამიტომ ვერ აცნობიერებენ იმ საჭიროებებს, რაც დღეს მასწავლებლისა და მოსწავლის წინაშე დგას.
       ვფიქრობ, კვლევა ღირებული უნდა იყოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლისთვის, ვინც მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესებით დაინტერესდება. ამრიგად, ნაშრომი განათლების სისტემაში დასაქმებულთათვისაა განკუთვნილი. სასურველია, ნაშრომის გაცნობის შემდეგ მკითხველმა გაანალიზოს საკითხის სიმწვავე, მიაგნოს მასწავლებელთა შორის სუსტი თანამშრომლობითი კულტურის გამომწვევ მიზეზებს და ინტერვენციების განხორცილებითა და რეკომენდაციებით დაეხმაროს კოლეგიალური თანამშრომლობითი გარემოს გაუმჯობესებაში.

1.6. კვლევის მიზანი

       კვლევის მიზანია მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის არსებული დონეების და იმ ბარიერების განსაზღვრა და მიზეზების დადგენა, რაც ხელს უშლის მასწავლებელთა თანამშრომლობას, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება, მიღებული შედეგების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა.

1.7. კვლევის ამოცანა

       კვლევის ამოცანაა პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:
Ø  რატომაა მნიშვნელოვანი სასკოლო ცხოვრებაში მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესება?
Ø  რა იწვევს მასწავლებელთა ინტერტულობას?
Ø  უზიარებენ თუ არა პედაგოგები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ?
Ø  რას აკეთებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად?
Ø  რა შესაძლებლობა აქვთ მასწავლებლებს თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად?
Ø  როგორ, რა გზით შეიძლება კოლეგებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება?


                                               თავი II

                            პრაქტიკული კვლევის არსი

       აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კვლევა ჩემი, როგორც მასწავლებლისა და ამავე დროს, სკოლის დირექტორის ძალისხმევითაა განხორციელებული. სკოლის მასწავლებლები, დირექცია, მოსწავლეები და მათი მშობლები ერთვებიან კვლევაში. კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთ გუნდად ერთიანდებიან, ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგსაც აღწევენ.
       განისაზღვრა კვლევაში მონაწილე პირები:
1.         სსიპ - ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის 24 მასწავლებელი;
2.         სსიპ - ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე;
3.         სსიპ - ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის 16 მეცხრეკლასელი (8 ვაჟი, 8 გოგონა), 22 მეათეკლასელი (14 ვაჟი. 8 გოგონა), 8 მეთერთმეტეკლასელი ( 4 ვაჟი, 4 გოგონა), 10 მეექვსეკლასელი (5 ვაჟი, 5 გოგონა) და 14 მეშვიდეკლასელი (7 ვაჟი, 7 გოგონა);
4. დაწყებითის - 8, საბაზოს - 10 და საშუალო საფეხურის 12 მშობელი/მეურვე.
       სულ – 115 რესპოდენტი

                       ლიტერატურის მიმოხილვა

3.1. ეფექტური კომუნიკაციის როლი ნაყოფიერ თანამშრომლობაში

       ეფექტურად ითვლება კომუნიკაცია, თუ ის მსმენელამდე ადვილად მიიღწევა, სათქმელი სწორადაა გადმოცემული, რაც თანამოაზრეების შეძენას უწყობს ხელს. სათქმელის სწორად ჩამოყალიბებაზეა დამოკიდებული მსმენელის დარწმუნება და კეთილგანწყობის მოპოვება. პირველ რიგში, უნდა მოხდეს გააზრება იმისა, თუ რა მიზნით მყარდება კომუნიკაცია და არის თუ არა ეს მიზანი მართებული. ამის შემდეგ კომუნიკაცია ადრესატს უნდა მოერგოს, ამის გარანტი კი მეორე მხარის მოსმენა და მისი აზრების პატივისცემაა, არა აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებით თუ არა მას. ეფექტური კომუნიკაცია ნაყოფიერი თანამშრომლობის გარანტია.
       რა არის თანამშრომლობა?
       თანამშრომლობა რამდენიმე ადამიანის გუნდური მუშაობაა, რაც წინასწარ დასახული მიზნის მისაღწევად საერთო ძალისხმევას მოითხოვს. თანამშრომლობა რამოდენიმე ადამიანის გაერთიანებაა. თუ ეფექტური კომუნიკაციის უნარი არა აქვს ადამიანს, ვერც ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგება, რადგან, თუ სწორად არ ყალიბდება აზრი, თუ კონკრეტულ მიზანსა და სხვისი აზრის პატივისცემაზე არ ორიენტირდება, იქ არც თანამშრომლობაა.
       თანამშრომლობა ეფექტური და ნაყოფიერი რომ იყოს, აუცილებელია ჯგუფის წევრები ერთმანეთს ენდობოდნენ, ობიექტურობას იცავდნენ, რაც მათ დაეხმარება პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო იდეის ავტორი.
       თანამშრომლობა მაშინ დგება, თუ საქმე სწორად და სამართლიანად ნაწილდება და წარმატებასა და მარცხზეც თუ ჯგუფის ყველა წევრი იღებს პასუხისმგებლობას.

3.2. მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი გარემოს განხილვა

       ნებისმიერი საქმიანობის დაგეგმვისას კვლევები მნიშვნელოვანია. ირმა კახურაშვილის სტატიიდან ,,თანამშრომლობის კულტურის დასამკვიდრებლად“ ვგებულობთ, რომ საჯარო სკოლებში მასწავლებელთა კვლევისას გამოჩნდა სად იყო მასწავლებლების დეფიციტი და რა უნდა ყოფილიყო მომავალში. სკოლის ბაზაზე შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საპილოტე პროგრამა, რომელმაც საქართველოს 210 სკოლა მოიცვა, სადაც ყველა ძირითადი კათედრაა. თითოეული სკოლიდან ტრენინგს შვიდი მასწავლებელი გადიოდა. ისინი არა მხოლოდ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებდნენ, არამედ ხელს შეუწყობდნენ კოლეგების პროფესიულ განვითარებასაც. (მასწავლებელი 2, 2013).
       ასეთივე როლი დაეკისრათ სქემის ფასილიტატორებსა და შეფასების ჯგუფის წევრებსაც. ტრენინგიდან დაბრუნებულებმა კოლეგებს გააცვნეს სიახლეები, დაეხმარენ გაკვეთილის დაგეგმვასა და თვითშეფასებაში, გამოავლინეს მათი საჭიროებები. სკოლებში დამკვიდრდა თანამშრომლობის კულტურა, რამაც მასწავლებელთა საქმიანობის ხარისხის ეფექტიანობის გაზრდა გამოიწვია.
       დიდი ხანია ასეთი პრაქტიკა არსებობს დასავლეთის ქვეყნებში. ფინეთში მას ,,მეგობართა ჯგუფი“ ჰქვია, გერმანიაში - ,,კრიტიკული მეგობრების ჯგუფი,“ საქართველოში ,,პროფესიული განვითარების ჯგუფი“ დაერქვა და იგი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
       მთელ მსოფლიოში აღიარებული ფაქტია, რომ სკოლის ბაზაზე თანამშრომლობისა და ურთიერთსწავლების გზა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებაა. ყველა სკოლა განსხვავდება ერთმანეთისაგან. სკოლის კოლექტივი თავად ირჩევს რა უფრო სჭირდება, რა უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალურია მისთვის.
       ირმა კახურაშვილი სტატიაში ,,პროგრამა, რომელიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას მოემსახურება“ გულისწყვეტით აღნიშნავს, რომ ქართულ სკოლას სწორედ მასწავლებელთა თანამშრომლობა და კოლეგიალობა აკლია. აქ კოლეგიალობაში არ იგულისხმება მეგობრობა. საუბარია იმ პროფესიონალიზმზე, სადაც ერთმანეთთან ურთიერთობითა და ურთიერთსწავლით ვითარდებიან. ასეთი პროფესიული განვითარების ჯგუფები ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ტრენინგებზე აქცენტი კეთდება თემაზე - თანამშრომლობის კულტურა, როგორც სკოლის ღირებულება. თანამშრომლობა ხომ შემოქმედების აუცილებელი პირობაცაა. (მასწავლებელი 2, 2013).
       ,,კრიტიკული მეგობრების“ ჯგუფი აღებს საკლასო ოთახის კარს და ეძლევა საშუალება არა მარტო კარგი დაინახოს, არამედ აღმოაჩინოს მოდელად ისიც, რაც შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო. ის მასწავლებელი, რომელიც ფიქრობს, რომ საუკეთესოა, კვდება როგორც პედაგოგი და საშიში ხდება. მასწავლებელი მუდმივად უნდა ახდენდეს საკუთარი საქმიანობის რეფლექსიას და ამაში კოლეგა უნდა ეხმარებოდეს. ტრენინგებზე გადამზადებული ჯგუფები თავად უნდა იქცნენ თანამშრომლობის მოდელად კოლექტივისთვის.
       მარიამ გოდუაძე სტატიაში ,,ეფექტური სასწავლო პროცესის შექმნის ძირითადი ასპექტები - თანამშრომლობა“ საუბრობს კარლ ბრისკოს და ჯოსეფ პეტერსის კვლევის შესახებ, სადაც მასწავლებლები სხვადასხვა სკოლიდან ორკაციან ჯგუფებად იქნა დაწყვილებული. საკვლევი ამოცანის თანახმად, ახალი ცოდნა არსებულზე უნდა წარმოქმნილიყო. კვლევის თანახმად, მასწავლებლებს ერთმანეთისთვის უნდა გაეზიარებინათ გამოცდილება, წყვილში ემუშავათ და მიეღოთ ცოდნა. მასწავლებლებს ჯგუფებში არსებულ პრობლემებზე უნდა ემუშავათ. ერთი თვის შემდეგ საერთო შეკრებისა და რეფლექსიის დროს გამოიკვეთა, რომ მასწავლებლებს არ ჰქონდათ სათანადო ცოდნა და პრაქტიკა, თუმცა ამ მეთოდის დანერგვის აუცილებლობაში მათ თანამშრომლობა დაეხმარა. თანამშრომლობის ეფექტი მის სინერგეტიკულობაში გამოიხატება. განათლების ფსიქოლოგების მოსაზრებით, თანამშრომლური ჯგუფები დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეებში თანაგრძნობის, პატივისცემის, მეგობრობის, ემპათიის მაჩვენებლების ზრდაზე სირგანიზაციულ სტატისტიკაში. შარლეტ დანიელსონის შეფასებისას ცალკე კომპონენტადაა კოლეგებთან კომუნიკაცია, გააზრებულია თანამშრომლობითი ასპექტების უპირატესობა. (Danielson 2013).
       თანამშრომლობას მოითხოვს საერთაშორისო დოკუმენტები ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. თუ მოსწავლეს აქვს საგანმანათლებლო პრობლემები, მასწავლებელს ევალება ითანამშრომლოს კოლეგებთან, გამოიკვლიოს სიტუაცია.
       თანამშრომლობითი საქმიანობა ითვლება სავალდებულო პროფესიულ წესად. თუ მასწავლებელს არ შეუძლია კომუნიკაცია, რთულია მან მოსწავლეს გამოუმუშავოს თანამშრომლობითი დამოკიდებულება, ასწავლოს წყვილებში, ჯგუფებში მუშაობა.
       თანამშრომლობითი საქმიანობა მოიცავს სწავლების ყველა ასპექტს: დაგეგმვას, გადაწყვეტილების მიღებას, პრობლემის გადაჭრას. სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS, 2015) მასწავლებელთა საქმიანობის ერთ-ერთ ასპექტად კოლეგებს შორის თანამშრომლობას ასახელებს.
       ეფექტური სასწავლო გარემო რომ შეიქმნას, აუცილებელია თანამშრომლობის ისეთი მოდელების არსებობა, როგორიცაა: კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტი, ინტეგრირებული გაკვეთილები, ურთიერთსწავლება, ურთიერთდასწრება და უკუკავშირი, საგნობრივი შეხვედრები.
       თანამშრომლობა ხელს უწყობს არამარტო მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, არამედ მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებასაც, ამიტომ ადმინისტრაციამ ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად მასწავლებელთა კოლაბორაცია უნდა დაგეგმოს და მართოს.
       ავთანდილ შურღაია სტატიაში ,,სოფიკო ლობჟანიძე - კოლეგებთან თანამშრომლობა“  კოლეგიალობას განმარტავს, როგორც მუდმივ მზადყოფნას თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა თუ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების გაზიარებისათვის, რაც აუცილებელია კოლეგების პროფესიული განვითარების, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების, სკოლის პრესტიჟისა და მისი განვითარებისათვის. (მასწავლებელი 5, 2012).
       ავთანდილ შურღაია საუბრობს კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტზე. ეს არის სტრატეგია, რომელიც სასწავლო პროცესში მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას გულისხმობს. ურთიერთდაკვირვების მოდელში გამოიყოფა ხუთი მეთოდი, რომელიც სამ ეტაპად იყოფა: 1) დაკვირვებისწინა შეხვედრა 2) გაკვეთილზე დასწრება   3) გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა.
1.      აღწერითი დაკვირვების დროს მასწავლებელი აკვირდება ყველაფერს, რაც გაკვეთილზე ხდება. მისი მიზანია, როგორც ჩამტარებელ, ასევე დამსწრე მასწავლებელს დაკვირვების ფოკუსის დადგენაში დაეხმაროს;
2.      ფოკუსირებული დაკვირვება კონკრეტულ ასპექტზე ან მოვლენაზეა ფოკუსირებული;
3.      გუნდური მუშაობის დროს მასწავლებლები ერთად გეგმავენ გაკვეთილს და თანხმდებიან იმაზე, გაკვეთილის მიმდინარეობისას თუ რას დააკვირდებიან;
4.      ჩართული დაკვირვების დროს მასწავლებელი მონაწილეობს იმ სიტუაციებში, რომლებსაც შეისწავლის;
5.      თვითდაკვირვება მასწავლებელს ობიექტური თვითშეფასების უნარის დახვეწასა და სწავლების პროცესის სუსტი და ძლიერი მხარეების დანახვაში ეხმარება.








3.3. თანამშრომლობა, როგორც დემოკრატიული ცნობიერების ამაღლების საშუალება

       მრავალწლიანი კვლევებით დამტკიცებულია, რომ თანამშრომლობა ავითარებს არა მარტო კოგნიტურ, არამედ კოოპერაციულ უნარებსაც. თანამშრომლობით შერწყმულია კოგნიტური და სოციალური ასპექტები, რისი საშუალებითაც ყალიბდება დემოკრატიული ცნობიერება.
       ნათია ვაჩეიშვილის ნაშრომში ,,თანამშრომლობა სასწავლო პროცესში, როგორც დემოკრატიული ცნობიერების (ურთიერთდამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და თვითშეფასება) ამაღლების ერთ-ერთი საშუალება“ გვთავაზობს გარკვეულ რეკომენდაციებს ,,მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გასაუმჯობესებლად:
1.      მეტი ყურადღება მიექცეს კლასში სოციალური გარემოს შექმნას. რეკომენდირებულია, რომ საკლასო ოთახებში სოციალური გარემო წამახალისებელი და თანამედროვე ტექნოლოგიურ მონაცემებთან შესაბამისობაში მოდიოდეს, თვალსაჩინოების გამოყენება და მერხთა განლაგება პერიოდულად შეიცვალოს, რადგან მონოტორული სასწავლო გარემო მოსწავლეთა მიღწევებზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს;
2.      საგაკვეთილო თემატიკის შესაბამისი სასწავლო რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში;
3.      სასურველია, მასწავლებელმა მეტი ყურადღება მიაქციოს თანამშრომლობითი სოციალური გარემოს შექმნას;
4.      მნიშვნელოვანია სასწავლო კურიკულუმში ჯგუფური სწავლების მეთოდების ჩართვა, რაც დემოკრატიული ცნობიერებისა და თანამშრომლობის ასამაღლებელი ეფექტური საშუალებაა;
5.      აუცილებელია კლასის მართვის საკითხთან დაკავშირებით მასწავლებელთა ტრენინგების დაგეგმვა. ეფექტური სასწავლო მენეჯმენტი ხელს უწყობს არა მარტო ეფექტიან სწავლებას, არამედ მოსწავლეებში ისეთი უნარების ჩამოყალიბებას, როგორიცაა პასუხისმგებლობა, თვითკონტროლი და პატივისცემა.
       ნაშრომი წარმოადგენს საგანმანათლებლო სტრატეგიების შესწავლის პირველ მცდელობას დემოკრატიული ცნობიერების ამაღლების ჭრილში.
       გიორგი ლომოური და ხატია ხატიაშვილი ნაშრომში ,,მასწავლებელთა თანამშრომლობის გაუმჯობესება PBL-ით(Project – Based – Learning)  აია - GESS სკოლის მაგალითზე“ საუბარია მასწავლებელთა თანამშრომლობის გავლენაზე, მოსწავლეთა მიღწევებსა და პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე.
       კვლევის მიზანია, პედაგოგებს დაეხმაროს იმ გამოწვევების გამკლავებაში, რომელსაც ,,მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს ეძლევათ საშუალება თანამშრომლობითი გარემოს შექმნისა და მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებისა.
       კრაჯსიკისა და ბლუმენფელდის მიხედვით, PBL-ის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია მასწავლებლის ინტერდისციპლინური ჯგუფის ჩამოყალიბება, სიტუაციური სწავლა/კვლევა, სოციალური ურთიერთობები, ტექნიკური საშუალებების გამოყენება სწავლების პროცესში და არტეფაქტების შექმნა.
       ინტერვენციების განხორციელების შედეგად უმჯობესდება მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურა, მასწავლებლები იძენენ სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს და ერთმანეთს უზიარებენ პროფესიულ გამოცდილებას.
       კვლევის ორიენტირი იყო სკოლაში პერსონიფიცირებული ურთიერთობები. მნიშვნელოვანია არაფორმალური ურთიერთობების განვითარება.  თანამშრომლობა ზრდის პედაგოგის პროფესიული განვითარების ტემპს.


3.4.  მასწავლებელთა თანამშრომლობა, როგორც პროფესიული განვითარების ეფექტური ფორმა

       მასწავლებელი პროფესიულად მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, სკოლაში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით განათლების სისტემამ მასწავლებელი უნდა უზრუნველყოს ეფექტური მომზადებით.
       ტერმინი ,,პროფესიული განვითარება“ ნიშნავს მოწესრიგებულ, უწყვეტ და ინტენსიურ მიდგომას მასწავლებელთა შრომის ეფექტიანობის გაუმჯობესებისადმი, რაც საბოლოოდ ემსახურება მიზანს, ამაღლდეს მოსწავლეთა მიღწევები. (მასწავლებელი 2, 2013).
       გიორგი ნოზაძე ნაშრომში ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თანამედროვე მოდელები“ საუბრობს პროფესიულ განვითარებაზე, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მიღწევების ამაღლებაზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას. იგი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და სკოლის განვითარების მიზნებს, უნდა მიმდინარეობდეს სკოლაში თანამშრომლებთან ერთად და ხორციელდებოდეს თანამშრომლების დადგენილ ჯგუფებში პრაქტიკის გაუმჯობესების უწყვეტი ციკლების სახით.
       ნაშრომში ყურადღება იმ კვლევებზეა გამახვილებული, საიდანაც ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში თანამშრომლობითი გარემო. ხშირია შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე მასწავლებელი ცდილობს ტრენინგებზე შესწავლილის დანერგვას, რაც კრახით მთავრდება ხოლმე, რადგან იზოლაციაში მოხვედრილებს არ ჰყავთ თანამზრახველები კოლეგებს, ხელმძღვანელობას, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის. ამიტომ მასწავლებლებმა პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით ერთმანეთის მხარდამჭერი ჯგუფები უნდა შექმნან.
       ნაშრომში მოყვანილია მაგალითი, როდესაც მათემატიკის მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებაში ახალი კურიკულარული მოთხოვნებისა და შეფასების ნორმების გამოყენებით. ამ მიდგომამ გაამართლა. მასწავლებლებმა ისწავლეს წინასწარ თუ როგორ უნდა განჭვრიტონ მოსწავლეთა მხრიდან მოსალოდნელი ის გაუგებობრები, რაც ახალ მასალასთან იქნებოდა დაკავშირებული და ისწავლეს ისიც, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ მხრივ წარმოქმნილ პრობლემებს ახალი კურიკულუმის სწავლებისას.
       ანა ჯანელიძე ნაშრომში ,,პროფესიული სწავლის თემი - სკოლამდელი და დაწყებითი განათლების მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების ეფექტური გზა“ გვაცნობს 2017 წელს პროფესიული სწავლის თემებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშს.
       კვლევა ჩატარებული იქნა ევროკომისიის მხარდაჭერით, რისი მიზანიც ევროპის მასშტაბით დაწყებით სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული პროფესიული სწავლის თემის მოდელების შესწავლა, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირება და მათი მახასიათებლების გამოვლენა იყო. (მასწავლებელი 5, 2018).
       მკვლევრებმა ხუთი ასპექტი გამოყვეს. პირველი ის, რომ მასწავლებლებს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე აქვთ დიალოგი კოლეგებთან; მეორე ის, რომ კოლეგები აკვირდებიან ერთმანეთის პრაქტიკას, აძლევენ უკუკავშირს, ერთად გეგმავენ, გუნდურად თანამშრომლობენ მშობლებთან და თემთან; მესამე, სკოლის/ბაღის გაძლიერებისთვის გააზრებული აქვთ ერთობლივი პასუხისმგებლობა; მეოთხე, დათმობილი აქვს ყურადღება ბავშვის უფლებებსა და მრავალფეროვნების პატივისცემაზე დაფუძნებულ ხედვისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას; და ბოლოს, ზემოაღნიშნულის რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია ხელმძღვანელობის მხარდაჭერა.
       საკუთარ პრაქტიკაზე ერთობლივი რეფლექსია მნიშვნელოვანია კოლეგებთან ერთად. ერთმანეთის პრაქტიკაზე დაკვირვება, უკუკავშირი, მშობლებსა და თემთან გუნდური თანამშრომლობა ხელს უწყობს სკოლის გუნდს ცოდნისა და პრაქტიკის შექმნაში.
       ნინო რევიშვილი სტატიაში ,,მასწავლებელთა პროფესიული კმაყოფილება და მოტივაცია“ საუბრობს მასწავლებელთა საგნობრივი სამუშაო ჯგუფებისა და ქსელების შექმნაზე, სადაც მასწავლებლები კოლეგებთან ერთად კონკრეტული დისციპლინის სფეროში ერთმანეთისაგან რეკომენდაციებს მოისმენენ, პრობლემურ საკითხებს განიხილავენ. სწორედ ასეთ ჯგუფებში სწავლობენ მასწავლებლები ერთმანეთისაგან.
       მასწავლებლებისთვის საჭიროა მათი პროფესიისათვის მნიშვნელოვან სიახლეებზე, ინიციატივებზე გამართულ დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა. ამ დროს მასწავლებელს თვითშეფასება და მოტივაცია უმაღლდება. (მასწავლებელი 5, 2014).
       მაია ჯალიაშვილი ნაშრომში ,,მასწავლებლობა - მუდმივი ძიების გზა“ აღნიშნავს იმას, რომ სკოლის ხერხემალი პედაგოგია. ის განსაზღვრავს სწავლის ხარისხს. მასწავლებელი უნდა ვითარდებოდეს, გაიაროს ტრენინგები, მონაწილეობა მიიღოს კონფერენციებში, უზიარებდეს საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს, ჰქონდეს ურთიერთთანამშრომლობის სურვილი, კოლეგებთან თანამშრომლობისკენ სწრაფვა და სწორი თვითშეფასება.
       მაია ინასარიძე ნაშრომში ,,პროფესიული თვითგანვითარება და მისი ბარიერები“ საუბრობს შემოქმედებითი და მხარდამჭერი ატმოსფეროს შექმნაზე, რომელშიც ყველასათვის ცნობილი იქნება ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები და სადაც ურთიერთთანადგომით მოხდება პრობლემების გადაწყვეტა. ასეთი გარემო გულისხმობს ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს.
        ნინო რევიშვილი ნაშრომში ,,ქვეყნის განათლების სისტემა და მასწავლებელი“ საუბრობს თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლების საუკეთესო შედეგებზე. იაპონიასა და ფინეთში, სადაც მოსწავლეების ტესტების მაჩვენებლები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მასწავლებლები ერთად გეგმავენ სასწავლო პროცესს, აკვირდებიან ერთმანეთის გაკვეთილებს, კრიტიკულ ანალიზს უკეთებენ ერთმანეთის პროფესიულ საქმიანობას. ცნობილია, რომ აშშ-ში, ბოსტონში მასწავლებლები ერთად გეგმავენ სასწავლო პროცესს სკოლის შიდა შეფასების სისტემის რეკომენდაციების საფუძველზე, რაც მიზნად ისახავს მასწავლებლების მიერ გამოყენებულ მეთოდების შედარებას, კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისათვის თუ რომელი მეთოდია საუკეთესო.
       ნაშრომში ასევე საუბარია იმაზეც, რომ რიგი მიზეზების გამო მასწავლებლებს პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა რომ უჭირთ, თუმცა იგივე მასწავლებლებს თანამშრომლობით პროფესიული ზრდის საშუალება ნამდვილად აქვთ.


3.5. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა

       მასწავლებელს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა.“ სქემა არის შემფასებელი მასწავლებლის საქმიანობის. კოლეგებს შორის თანამშრომლობა ერთ-ერთი გარანტია მასწავლებლის წარმატების. შიდა შეფასებისა და გარე დაკვირვების გაკვეთილების წარმართვისათვის მასწავლებელს ჭირდება აქტიური თანამშრომლობა როგორც კოლეგებთან, ფასილიტატორთან, ისე - დირექციასთან როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების ფარგლებში. სქემაში გათვალისწინებულია ფასილიტატორის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რისი მიზანიც მასწავლებლებთან თანამშრომლობა, მათი დახმარებაა. ფასილიტატორი ეხმარება მასწავლებელს მის მიერ დაგეგმილი აქტივობების გონივრულად წარმართვაში.

       საერთაშორისო კვლევებით დადასტურებულია, რომ ეფექტურია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი გარემოს არსებობა. სადაც ურთიერთთანამშრომლობა მასწავლებლისა და სკოლის საჭიროებაზეა მორგებული, იქ კონკრეტული მიზნების მიღწევაც არ ჭირს.

                                           თავი IV
                                    მეთოდოლოგია

4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი

       1. სსიპ - ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მასწავლებლები;
       2. სსიპ - ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე;
       3. სსიპ - ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მოსწავლეები;
       4. სსიპ - ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის მშობლები.

4.2. კვლევის მეთოდები

       მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

       გამოკითხვა – აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო კითხვებზე: რა ღირებულება აქვს მასწავლებელთა შორის თანამშრომლობას? რაში ეხმარებათ მასწავლებლებს ეს თანამშრომლობა?

       ანკეტირება – მივმართე ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის. კითხვები იყო დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება, პასუხის გაცემის დროს გულწრფელია და შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხები ზუსტი და სანდოა.

       ინტერვიუ –ინტერვიუ განხორციელდა დირექტორის მოადგილესთან, რომელიც პირდაპირაა პასუხისმგებელი სასწავლო პროცესზე. აღნიშნულ მეთოდს მივმართე,  რათა გამერკვია პედაგოგებისა და მოსწავლეების დამოკიდებულება თანამშრომლობაზე.

       ფოკუსჯგუფები – ამ მეთოდის გამოყენების შედეგად მიღებული თვისებრივი ინფორმაცია ამდიდრებს რაოდენობრივ შედეგებს. აღსანიშნავია, აგრეთვე ისიც, რომ ფართო გამოკითხვებთან შედარები თფოკუს-ჯგუფების ჩატარება ნაკლებ დროს მოითხოვს.

       ფოკუსირებული დაკვირვება – ეს მეთოდი გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით მასწავლებლებს შორის ურთიერთობების დასაკვირვებლად.

       მეორადი მონაცემების ანალიზი – ეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის გამოვიყენე.

       ამრიგად, კვლევაში გამოყენებული იქნა შერჩევის შემდეგი ტიპები:

       უბრალო ტიპის სრული შერჩევა - საკვლევი პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა გამოკითხვა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან.

       ჩართული ტიპის მიზნობრივი შერჩევა -  კვლევის ფარგლებში ეს შერჩევა გამოიყენება ინტერვიუს დროს, რომელიც ხორციელდება დირექტორის მოადგილესთან, ვინაიდან სასწავლო პროცესის ეფექტურობა დიდადაა დამოკიდებული დირექტორის მოადგილეზე.

       უბრალო ტიპის მიზნობრივი შერჩევა - ინტერვენციების შემდგომ მიღწეული შედეგის განსაზღვრის მიზნით ხორციელდება საგნობრივი კათედრების სხდომებზე და მასწავლებელთა შიდა სასკოლო კონფერენციაზე დასწრება.

       ჩართული ტიპის მიზნობრივი შერჩევა - ინტერვენციების შემდგომ მიღწეული შედეგის განსაზღვრის მიზნით ხორციელდება კვლევის ავტორის მიერ მასწავლებელთა შორის თანამშრომლობაზე ჩართული დაკვირვება.

4. 3. მონაცემების შეგროვება:

       მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

       ჩაღრმავებული ინტერვიუ (დანართიN1) - ჩაღრმავებული ინტერვიუ განხორციელდა დირექტორის მოადგილესთან, რამაც საშუალება მოგვცა ინფორმაცია მოგვეპოვებინა და პასუხი გაგვეცა შემდეგ კითხვებზე:
1.      როგორი ურთიერთობა აქვს თითოეულ პედაგოგთთან?
2.      რამდენად ახერხებს პედაგოგებთან კომუნიკაციას და ხედვათა ურთიერთგაზიარებას?
3.      როგორია მასწავლებლების დამოკიდებულება სკოლის მიმართ?
4.      როგორია მასწავლებლების დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ?
5.      როგორია მასწავლებლებს შორის დამოკიდებულება?
6.      ახერხებენ თუ არა მასწავლებლები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას? თუ ვერ ახერხებენ, რა შემაფერხებელი ფაქტორები შეიძლება არსებობდეს იმისა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ეფექტურად გამოავლინონ?
7.      ეხმარება თუ არა დირექტორის მოადგილე მასწავლებლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში?
8.      გამოხატავენ თუ არა მასწავლებლები უკმაყოფილებას თანამშრომლობის ნაკლებობაზე?
9.      რა შეიძლება გახდეს მოტივატორი მასწავლებელთა შორის თანამშრომლობისა?
10.  იმისათვის, რომ სკოლაში გაუმჯობესდეს თანამშრომლობის კულტურა, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

       ფოკუსჯგუფი - ამ მეთოდის გამოყენების მიზანია კათედრის წევრებს შორის თანამშრომლობითი გარემოს დადგენა. ფოკუსჯგუფში შემავალი მასწავლებლების დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის შემაფერხებელი ფაქტორები.
       ფოკუსჯგუფებში გაიმართა დისკუსია თემაზე: რა იწვევს მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობას და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს თანამშრომლობის კულტურა, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

       უბრალოდ ჩართული დაკვირვება - ამ მეთოდების დროს განხორციელდა კვლევის ავტორის მიერ კათედრის სხდომებზე ჩართული დაკვირვებითა და სხვა მასწავლებელთა მიერ ამავე კათედრის სხდომებზე უბრალო დაკვირვების გზით,
       ანონიმური ანკეტური გამოკითხვა დახურული და ღია კითხვების საშუალებით -რათა მომეხდინა პრობლემისა და ინტერვენციების განხორციელების შემდეგ შესაძლო ცვლილებების იდენტიფიცირება.
 (დანართი N2, N3 და N4) - აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისაგან პასუხი მიმეღო მნიშვნელოვან კითხვებზე.


4. 4. კვლევის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობები

       კვლევის მონაწილე მხარეებია: პედაგოგები,  დირექტორის მოადგილე, მოსწავლეები, მშობლები.
Ø  კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება
Ø  გამოკითხვა
Ø  გამოკითხვის შედეგების ანალიზი
Ø  ინტერვენციის დაგეგმვა
Ø  ინტერვენციის შედეგების ანალიზი
Ø  ინტერვენციათა ვადების დაცვა
Ø  შედეგების გაცნობა


4. 5. კვლევის ვადები

აქტივობა

ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
საკვლევი პრობლემის შერჩევა
X







კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება

X





შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან

X
X
X
X


კითხვარის შედგენა, დამუშავება


X




ინტერვიუ


X




შეხვედრა ფოკუსჯგუფებთან



X
X


გამოკითხვა
/ანკეტირება



X
X


მიღებული შედეგების ანალიზი




X


პრობლემის იდენტიფიცირება




X


სავარაუდო ინტერვენციების განხილვა




X


ინტერვენციის განხორციელება




X
X

მეორადი მონაცემების შეგროვება




X


ინტერვენციის შედეგების ანალიზი





X
X
პრეზენტაცია







X

                                          თავი V

                              კვლევის შედეგები

1.1.  მონაცემების ანალიზი
       ჩაღრმავებული ინტერვიუ (დანართი N1) - ჩაღრმავებული ინტერვიუ განხორციელდა დირექტორის მოადგილესთან, რამაც საშუალება მომცა მიმეღო დეტალური ინფორმაცია სკოლაში მასწავლებელთა შორის თანამშრომლობაზე, რაც დამეხმარებოდა კვლევისათვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში. ჩაღრმავებული ინტერვიუს საშუალებით გამოვლინდა: მიუხედავად იმისა, რომ დირექტორის მოადგილეს კარგი ურთიერთობა აქვს თითოეულ პედაგოგთთან, ახერხებს მათთან კომუნიკაციას და ხედვათა ურთიერთგაზიარებას, ისინი მაინც ბოლომდე არ იხსნებიან. დირექტორის მოადგილე ფიქრობს, რომ ეს იმ დაკისრებული მოვალეობის გამოა, რომელიც პედაგოგებზე მაღლა აყენებს, თუმცა მასწავლებლებთან მრავალწლიანი ურთიერთობითა და გამოცდილებით შეუძლია თამამად თქვას, რომ მასწავლებლების დამოკიდებულება სკოლის მიმართ კეთილგანწყობილია. მათ უყვართ თავიანთი სკოლა და მოსწავლეები. ერთი შეხედვით, მასწავლებლებს შორის დამოკიდებულებაც ნორმალურია.
მასწავლებლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში ხელს არავინ უშლით, პირიქით, დირექცია ეხმარება კიდეც. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მასწავლებლები მაინც გამოხატავენ უკმაყოფილებას თანამშრომლობის ნაკლებობაზე. მიზეზი კი ისაა, რომ მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი, კოლაბორაციული პრაქტიკის განხორციელება არ ხდება პროფესიული განვითარების მიზნით, მასწავლებელთა ნაწილი სიახლეების მიმღებლობით არ გამოიჩევა. ამიტომ უჭირთ მოსწავლეების სასწავლო პროცესით დაინტერესება. ისინი თვლიან, რომ ცოდნას განახლება არ სჭირდება, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ, რომ ტრენინგებზე სიარული დროის ფუჭი კარგვაა, რომ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა სულაც არ ესაჭიროებათ, კრედიტების დაგროვება ,,ზედმეტი ტვირთია“ და ა. შ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ასე მხოლოდ მასწავლებელთა ნაწილი ფიქრობს. რა თქმა უნდა, არიან მოტივირებული მასწავლებლებიც, რომლებიც ყველა სიახლის მისაღებად მზად არიან.
       რა შეიძლება გახდეს მოტივატორი მასწავლებელთა შორის თანამშრომლობისა და იმისათვის, რომ სკოლაში გაუმჯობესდეს თანამშრომლობის კულტურა, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას? აი, კითხვები, რომლებზეც პასუხი პრობლემას გადაჭრიდა. დირექტორის მოადგილემ ისაუბრა პირად როლზე მასწავლებელთა შორის ეფექტური თანამშრომლობის პროცესში. მან ისაუბრა სამუშაო შეხვედრების დაგეგმვაზე, ასევე არაფორმალური შეხვედრების ორგანიზებაზე, რომელშიც ჩართული იქნებოდნენ მასწავლებლები.

       ფოკუსჯგუფები - ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო, კათედრის წევრებს შორის თანამშრომლობითი გარემოს დადგენისა. ფოკუსჯგუფში შემავალი მასწავლებლების დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის შემაფერხებელი ფაქტორები. რადგან კვლევაში სულ 24 მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას, რამოდენიმე კათედრა გავაერთიანე ფოკუსჯგუფებად:
1.      ქართული ენისა და ლიტერატურის და ზუსტი მეცნიერებების კათედრები - 6 წევრი
2.      საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი კათედრები - 6 წევრი
3.      დაწყებითი სწავლების, სახვითი ხელოვნებისა და სპორტი კათედრები - 7 წევრი
4.      უცხო ენების კათედრა - 5 წევრი
ამრიგად, გამოვიდა 4 ფოკუს ჯგუფი.

       დისკუსიის საშუალებით გაირკვა, რომ მასწავლებლები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კათედრაზე ნაკლებად, თითქმის არ აზიარებენ. კათედრის წევრები ერთთმანეთთან ნაკლებად თანამშრომლობენ. იყენებენ, ოღონდ ნაკლებად, ,,კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტს. კათედრაზე საკუთარი შესაძლებლობების ეფექტური გამოვლენისა და რეალიზების საშუალება კი ეძლევათ, მაგრამ ნაკლებად იყენებენ.
       კათედრის წევრები ერთმანეთის გაკვეთილებს ესწრებიან და უკუკავშირსაც იღებენ, მაგრამ თვლიან, რომ ეს სისტემატიურად უნდა ხდებოდეს. მართალია, შიდა შეფასების გაკვეთილებს ესწრება შეფასების ჯგუფი, გაკვეთილის წინა შეხვედრაზეც იღებენ რეკომენდაციებს და გაკვეთილის ჩატარების შემდეგაც - უკუკავშირს, მაგრამ ისინი მიესალმებიან, თუ ამას კათედრის რომელიმე წევრი გაკვეთილის შეფასებამდე გააკეთებს. ,,კრიტიკულ მეგობარს“ განსაკუთრებით ის მასწავლებლები მიესალმებიან, ვისაც გარე დაკვირვება აქვს გასავლელი.
       შეთავაზებაზე, რომ ამიერიდან ხშირად დასწრებოდნენ ერთმანეთის გაკვეთილებს, მასწავლებლების პოზიცია პოზიტიური აღმოჩნდა. მათ გამოთქვეს მზაობა, შესაძლებლობის ფარგლებში  ერთმანეთის გაკვეთილების დაკვირვებისა და დახმარებისა. 
       აღმოჩნდა, რომ მასწავლებლები არ განიხილავდნენ კათედრაზე პროფესიულ ლიტერატურას. ტრენინგზე მიღებულ სიახლის გაცნობით მხოლოდ უცხო ენების კათედრა გამოირჩეოდა. შიდა შეფასების/გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმების შედგენაში, აქტივობებისა და რესურსების შერჩევაში კათედრის წევრები ერთმანეთს კი ეხმარებიან, მაგრამ თვლიან, რომ მეტის გაკეთებაც შეიძლება.
     რა შეიძლება გახდეს მოტივატორი კათედრის წევრებს შორის თანამშრომლობისა და იმისათვის, რომ კათედრაზე გაუმჯობესდეს თანამშრომლობის კულტურა, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას? აი, კითხვები, რაზედაც შემოთავაზებული იქნა შემდეგი რეკომენდაციები:
1.      ყოველდღიურად ითანამშრომლონ მასწავლებლებმა ერთმანეთთან;
2.      ხშირად დაიგეგმოს საგნობრივ კათედრებზე შეხვედრები;
3.      კათედრის წევრებმა მოამზადონ თემები, მოხდეს მისი განხილვა და გამოცდილების გაზიარება;
4.      კათედრის სხდომებზე მოხდეს პროფესიული ლიტერატურის დამუშავება;
5.      მასწავლებლებმა თავიანთი საგანმანათლებლო პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს.
       ანკეტირება - ანკეტირებამ სკოლის პედაგოგებთან საშუალება მომცა განმესაზღვრა პედაგოგთა დამოკიდებულება თანამშრომლობის მიმართ. ანკეტირების მიზანი იყო დამედგინა, მათი აზრით, საჭიროებენ თუ არა პროფესიულ განვითარებას, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვთ და ა. შ. ანკეტირება
( დანართი N 2).
        ანკეტირებაში მონაწილე 24-ვე მასწავლებელი მდედრობითი სქესის იყო. სკოლის მასწავლებელთა ანკეტირებით გამოვლინდა შემდეგი პროცენტული მაჩვენებლები:
ანალიზი

       ასაკი 

21-დან 30 წლამდე  - 0 მასწავლებელი
31-40 წ.  – 4 მასწავლებელი
41-50 წ. - 10 მასწავლებელი
51 -60 წ. – 4 მასწავლებელი
61 -70 წ. – 5 მასწავლებელი
70    წლის ზემოთ - 1 მასწავლებელი

       განათლება

საშუალო/პროფესიული - 1 მასწავლებელი
ბაკალავრი - 2 მასწავლებელი
მაგისტრი -   21 მასწავლებელი
დოქტორი - 0 მასწავლებელი


       სტატუსი
პრაქტიკოსი - 8 მასწავლებელი
უფროსი - 15 მასწავლებელი
წამყვანი - 1 მასწავლებელი
მენტორი  - 0 მასწავლებელი



       ტრენინგები
ტრენინგებს გადის მასწავლებელთა 50 %.



       სასწავლო რესურსები


       ვმონაწილეობ კონფერენციებში და სემინარებზე მომხსენებლად

       24 მასწავლებლიდან კონფერენციებში და სემინარებზე მომხსენებლად მონაწილეობს მხოლოდ 4.

                          
       24 მასწავლებლიდან საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს მხოლოდ - 6, პროფესიულ ლიტერატურას ეცნობა  - 7, ხოლო პედაგოგიური პრაქტიკის/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევას აწარმოებს 9 მასწავლებელი.


       24 მასწავლებლიდან ერთსა და იმავე კლასში სხვა მასწავლებლებთან ერთად მუშაობს მხოლოდ 7 მასწავლებელი, ერთმა თავი შეიკავა პასუხისაგან, კოლეგებთან ერთად ახორციელებს პროექტებს მხოლოდ - 6, ერთმა თავი შეიკავა, კოლეგებთან ერთად ახორციელებს კონკრეტული მოსწავლეების სწავლის ან ქცევის სირთულეების განხილვას 7 და ორმა თავი შეიკავა, ხოლო კოლეგებთან ერთად მონაწილეობს ჯგუფურ და  არაფორმალურ შეხვედრებში 11 მასწავლებელი, ერთმა აქაც თავი შეიკავა პასუხისაგან.


       კოლეგების მხოლოდ მესამედი ნაწილი ესწრება ერთმანეთის გაკვეთილებს და იძლევა უკუკავშირს.


       24 მასწავლებლიდან 6 თვლის, რომ პროფესიულ განვითარებაში ეხმარება შეფასების ჯგუფი, 8 თვლის, რომ - ფასილიტატორი, 12 - დირექცია. პროფესიული განვითარება რომ ესაჭიროება თვლის 13 მასწავლებელი.


       24 მასწავლებლიდან მის ძლიერ მხარედ 8 მასწავლებელს მიაჩნია მეთოდიკა, საგნის ცოდნა - ცხრას,  ისტ - შვიდს. ხოლო სუსტ მხარედ 8 მასწავლებელს მიაჩნია მეთოდიკა, საგნის ცოდნა - ოთხს, ხოლო ისტ - თორმეტს.


       საინტერესო იყო შემდეგი შეკითხვა:  მოქმედებს თუ არა თქვენს მოტივაციაზე ფინანსური მხარე? პასუხების მიხედვით დიაგრამამ ასეთი სახე მიიღო, რაც მასწავლებლებში შინაგანი მოტივაციის ნაკლებობის მაჩვენებელია.

      
       ,,კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი ყველა მასწავლებელმა ერთხმად დადებითად შეაფასა. ხოლო იმისათვის, რომ სკოლაში გაუმჯობესდეს თანამშრომლობის კულტურა, შემდეგი სახის რეკომენდაციებს იძლევიან:
1.      ყოველდღიურად ითანამშრომლონ მასწავლებლებმა ერთმანეთთან;
2.      მასწავლებლებმა მოამზადონ თემები, მოხდეს მისი განხილვა და გამოცდილების გაზიარება;
3.      მასწავლებლებმა თავიანთი საგანმანათლებლო პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს;
4.      მასწავლებლებმა, რომლებიც კარგად ერკვევიან ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებსაც;
5.      ხშირად შედგეს სამუშაო შეხვედრები, რომელიც შეეხება გაკვეთილის გეგმის შედგენას;
6.      დაიგეგმოს ერთობლივი პროექტები და ინტეგრირებული გაკვეთილები.

       ანკეტირება - ანკეტირებამ მოსწავლეებთან საშუალება მომცა განმესაზღვრა მოსწავლეთა დამოკიდებულება თანამშრომლობის მიმართ.  ( დანართი N 3).
       ანკეტირებაში მონაწილეობდა სსიპ - ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის 16 მეცხრეკლასელი (8 ვაჟი, 8 გოგონა), 22 მეათეკლასელი (14 ვაჟი. 8 გოგონა), 8 მეთერთმეტეკლასელი ( 4 ვაჟი, 4 გოგონა), 10 მეექვსეკლასელი (5 ვაჟი, 5 გოგონა) და 14 მეშვიდეკლასელი (7 ვაჟი, 7 გოგონა).
       კვლევაში მონაწილეობდა 38 ვაჟი და 32 გოგონა.
       სქესი

ვაჟი - 38
გოგონა - 32


       ასაკი 
11-12 წ.  – 11 მოსწავლე
13-14 წ. - 13მოსწავლე
15 -16 წ. – 41მოსწავლე
17 – 18 წ. – 5 მოსწავლე

       საფეხური
დაწყებითი   10 მოსწავლე
საბაზო           30 მოსწავლე
საშუალო        30 მოსწავლე


       მოსწავლეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობს კლასელებთან, მოსწონს ჯგუფურ სამუშაოებში ჩართვა,  ინტეგრირებული გაკვეთილები, სადაც სხვადასხვა საგნის  მასწავლებლები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის,  ერთად თანამშრომლობენ და მოსწონს პროექტები, რომელსაც რამოდენიმე მასწავლებელი ხელმძღვანელობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა მხოლოდ ნახევარზე ნაკლები თანამშრომლობს მასწავლებლებთან, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ მასწავლებლები თანამშრომლობის კუთხით მოსწავლეებთან მიმართებაშიც მოიკოჭლებენ.





       მოსწავლეთა უმეტესობა თვლის, რომ გუნდური მუშაობა მათ ეხმარებათ, იყვნენ კომუნიკაბელურები,  მეგობრულები,   თვითდაჯერებულები, დამოუკიდებლები, ლიდერები. მხოლოდ მოსწავლეთა 2%-მა ჩათვალა, რომ არაფერში არ ეხმარება.

       ანკეტირება - ანკეტირებამ მშობლებთან საშუალება მომცა განმესაზღვრა რას ფიქრობენ მშობლები შვილების დამოკიდებულებაზე თანამშრომლობის მიმართ და ასევე ნათლად დამანახა, თუ როგორი იყო თანამშრომლობა მასწავლებელსა და მშობელს შორის.  ( დანართი N 4).
       ანკეტირებაში მონაწილეობდა სსიპ - ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დაწყებითის 8, საბაზოს - 10 და საშუალო საფეხურის 12 მშობელი/მეურვე. 30 მშობლიდან მხოლოდ 2 იყო მამაკაცი.




       ასაკი 


27 – 30წლის - 4

31 - 40  წლის   - 7

41 - 50   წლის- 14

51 – 60  წლის  - 3

61 - 70    წლის- 1

70 წელს ზემოთ - 1


       განათლება
საშუალო/ პროფესიული - 13
ბაკალავრი - 4
მაგისტრი - 12
დოქტორი - 1




       30 მშობლიდან თანამშრომლობს შვილის მასწავლებლებთან 19 მშობელი,
უმეტესობას მოსწონს ინტეგრირებული გაკვეთილები, სადაც სხვადასხვა საგნის  მასწავლებლები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის,  ერთად თანამშრომლობენ და მოწონს  პროექტები, რომელსაც რამოდენიმე მასწავლებელი ხელმძღვანელობს. მშობლები აღნიშნავენ, რომ  გუნდურ სამუშაოებში მათი შვილები ხალისით ერთვებიან. ისინი თვლიან, რომ გუნდური მუშაობა ეხმარება მათ,  იყვნენ კომუნიკაბელურები,  მეგობრულები,   თვითდაჯერებულები, დამოუკიდებლები, ლიდერები. მხოლოდ მშობელთა 1%-მა ჩათვალა, რომ არაფერში არ ეხმარებათ.
       ფოკუსირებული დაკვირვება კათედრის სხდომებზე – ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით დავაკვირდი კათედრის სხდომებს.
       მეორადი მონაცემების ანალიზი – კათედრებზე მასწავლებელთა თანამშრომლობის გასაცნობად შევაგროვე სხდომის ოქმები, რათა დამედგინა რა საკითხები განიხილებოდა სხდომებზე, რასაც გარკვეული წარმოდგენა შეიძლებოდა შეექმნა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობაზე.
საერთო ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები სხდომებზე არ წარმოადგენენ თემებს, არ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, არ ამუშავებენ პროფესიულ ლიტერატურას.  ოქმების განხილვისას მხოლოდ ერთ-ერთ კათედრაზე გამოიკვეთა, რომ მასწავლებლებში  არის ის შინაგანი მოტივაცია, რაც მათ უბიძგებდათ სკოლაში როგორც მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის, პროფესიული განვითარების, ისე - სწავლის ხარისხის ამაღლებისკენ. (დანართი N8). საერთო ჯამში, იკვეთება, რომ არასისტემატიურად და არასრულყოფილად ხდება მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა. საბოლოოდ, სწორედ ამ ფაქტორების გამო დადგა სკოლაში მასწავლებელთა შორის  თანამშრომლობის პრობლემა.
       საბოლოოდ, კათედრებზე ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები არ აცნობიერებენ თუ რა დატვირთვა აქვს სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესებას.

1.2.     ძირითადი მიგნებები

            მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
Ø  გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა პედაგოგებს შორის;
Ø  მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი, კოლაბორაციული პრაქტიკის განხორციელება არ ხდება პროფესიული განვითარების მიზნით;
Ø  მასწავლებელთა უმეტესობას თანამშრომლობა მიაჩნია მოვალეობად;
Ø  მასწავლებლებს თითქმის არა აქვთ აქტივობების ერთად დაგეგმვის პრაქტიკა;
Ø  მასწავლებლები უპირატესობას დამოუკიდებლად მუშაობას ანიჭებენ;
Ø  მასწავლებლებს ბოლომდე არა აქვთ გააზრებული თანამშრომლობის მნიშვნელობა;
Ø  მასწავლებელთა ნაწილი სიახლეების მიმღებლობით არ გამოიჩევა. ამიტომ უჭირთ მოსწავლეების სასწავლო პროცესით დაინტერესება. ისინი თვლიან, რომ ცოდნას განახლება არ სჭირდება, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ, რომ ტრენინგებზე სიარული დროის ფუჭი კარგვაა, რომ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა სულაც არ ესაჭიროებათ, კრედიტების დაგროვება ,,ზედმეტი ტვირთია“ და ა. შ. თანამშრომლობაში მათ ხელს უშლის ისეთი საკმარისი წინაპირობების არქონა, როგორიცაა: კვალიფიკაცია, გამოცდიება, ასაკი.
Ø  დროის და მატერიალური ფაქტორი. ხშირად მასწავლებლებს ურჩევნიათ დრო რეპეტიტორობას მოახმარონ, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო ჰქონდეთ.




5.3.  ინტერვენციები
       კვლევის პროცესში ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შემუშავდა სავარაუდო ინტერვენციის 6 ვარიანტი:

1.      სამუშაო შეხვედრები თემაზე: ,,გაკვეთილის გეგმის შედგენა და გეგმის შესაბამისი შეფასების რუბრიკების შემუშავება“;
2.      სამუშაო შეხვედრები თემაზე: ,,სასწავლო ციფრული რესურსის და ბლოგის შექმნა“;
3.      მასწავლებელთა შიდასასკოლო კონფერენცია პედაგოგებს დაეხმარება ინდივიდუალურად დამუშავებული ლიტერატურიდან და საკუთარი პრაქტიკიდან  მიღებული გამოცდილება კოლეგებს გაუზიარონ;
4.      კათედრის წევრების მიერ ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრება და უკუკავშირი;
5.      მასწავლებლებისთვის პროფესიული ლიტერატურის გაცნობა, ასევე შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შეხსენება და დეტალურად განხილვა, რათა მასწავლებლებს საშუალება ჰქონდეთ პროფესიული განვითარებისა და წინსვლისათვის სქემით გათვალისწინებული აქტივობების სწორად და ხარისხიანად განხორციელებისა;
6.      მასწავლებელთა შორის დისკუსიის ორგანიზება არაფორმალურ გარემოში.






1.4. განხორციელებული ცვლილებები

       შეირჩა და განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:
1.      სამუშაო შეხვედრა თემაზე: ,,გაკვეთილის გეგმის შედგენა და გეგმის შესაბამისი შეფასების რუბრიკების შემუშავება“ - შეხვედრებზე იმ პედაგოგებმა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვების გაკვთილები, კოლეგებს დეტალურად აუხსნეს, თუ სწორად როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი. მათ აღნიშნეს, რომ ხშირად მასწავლებლებს ერთმანეთში ერევათ მეთოდები და აქტივობები, რაც გაკვეთილის სწორად დაგეგმვას უშლის ხელს. შეხვედრებზე სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი. ასევე სწორად რესურსებისა და შეფასების რუბრიკების შერჩევაზე გამახვილდა ყურადღება, გაიცა რეკომენდაციები. შეხვედრა მარტის თვეში სამჯერ შედგა - 7, 20 და 26 მარტს.
2.      სამუშაო შეხვედრები თემაზე: ,,სასწავლო ციფრული რესურსის და ბლოგის შექმნა“ - შეხვედრებზე იმ პედაგოგებმა, რომლებიც წარმატებით ფლობენ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, კოლეგებს დეტალურად აუხსნეს, თუ სწორად როგორ უნდა შეიქმნას სასწავლო ციფრული რესურსი. მათ კოლეგებს აჩვენეს ის საიტები, სადაც იქმნება სასწავლო რესურსები: თამაშები, ელექტრონული წიგნები და ა. შ. https://learningapps.org/myapps.php,https://ru.calameo.com/account/book მომხსენებლებმა  აღნიშნეს,  ინტერნეტ ტექნოლოგიების ათვისება და დანერგვა სწავლის პროცესისა და ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრების აუცილებელ კანონზომიერებად იქცა. 21-ე საუკუნის  მასწავლებელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თანამედროვე, განსხვავებული შესაძლებლობებისა და ღირებულებების მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებები და მოლოდინები დააკმაყოფილოს. თანამედროვე ტენდეციების გათვალისწინება, უპირველეს ყოვლისა, სწავლებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ინტეგრირებას გულისხმობს. შეხვედრებზე საუბარი იყო ბლოგის შექმნასა და მის მართვაზე. გაიცა რეკომენდაციები. შეხვედრა მარტის თვეში აქაც სამჯერ შედგა - 6, 15და 22 მარტს.
3.      მასწავლებელთა შიდასასკოლო კონფერენციაზე, რომელიც 2019 წლის 17 მარტს ჩატარდა პედაგოგებმა ინდივიდუალურად დამუშავებული ლიტერატურიდან და საკუთარი პრაქტიკიდან  მიღებული გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს;
4.      კათედრის წევრების მიერ ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრებამ და უკუკავშირმა თებერვალ-მარტში სისტემატიური ხასიათი მიიღო.
5.      მასწავლებლებისთვის პროფესიული ლიტერატურის გაცნობა, ასევე შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შეხსენება და დეტალურად განხილვა, ფასილიტატორებმა აიღეს თავის თავზე.
6.      უცხო ენების კათედრამ 2019 წლის 14 მარტს ჩაატარა სასკოლო ღონისძიება: ,,გაზაფხული ჩვენს ქალაქში.“
7.      ერთი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება არაფორმალურ გარემოში 2019 წლის 6 აპრილს კვლევის ავტორის ინიციატივითა და კოლექტივის მხარდაჭერით შედგა ნამცხვარსა და ჩაისთან ერთად სკოლასთან ახლოს მცხოვრები პედაგოგის დიდ აივანზე, სადაც გაიმართა დისკუსია თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს მასწავლებელმა მოსწავლესა და მშობელთან.
                                  თავი VI
                  ინტერვენციების შეფასება

1.1.  ინტერვენციების შეფასების მეთოდები

       ინტერვენციების შეფასება მოვახდინე დაკვირვებით, მასწავლებელთა კომენტარებით, გამოკითხვით. ვიყენებდი ჩანაწერების დღიურს, სადაც ვინიშნავდი ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ეფექტურ შედეგს. ამ დღიურის ჩანაწერებზე დაყრდნობით თვალს ვადევნებდი მასწავლებელთა პროგრესს, რაც მათ შორის ეფექტურ თანამშრომლობაში ისახებოდა. ერთ-ერთ მეთოდად ავირჩიე მასწავლებლის აქტივობის შეფასება.

1.2.  ინტერვენციების შეფასება
       განხორციელებულმა ინტერვენციებმა მომცა შემდეგი შედეგი:
Ø  მასწავლებელთა აქტიურობის შესამჩნევი ზრდა, რასაც მოწმობს მასწავლებელთა შიდასასკოლო კონფერენციაზე მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი თემები, სამუშაო შეხვედრებზე აქტიური დასწრება, მოუთმენელი ლოდინი მომდევნო სამუშაო შეხვედრისა, გაკვეთილების დაგეგმვა, ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრება და უკუკავშირის მიცემა, საიტების მოძიება, სადაც შესაძლებელია სასწავლო თამაშების შექმნა და ა. შ. მასწავლებლები ერთმანეთს უფასებენ პროფესიულ აქტივობებს და აძლევენ უკუკავშირს, რეკომენდაციებს.
Ø   თებერვალ-მარტში სკოლაში ჩატარდა 3 ინტეგრირებული გაკვეთილი: ქართულისა და ხელოვნების მასწავლებლებმა ჩაატარეს მე-7 კლასში, ბიოლოგიისა და ინგლისურის მასწავლებლებმა - მე-9 კლასში, ხოლო მათემატიკისა და მუსიკის მასწავლებლებმა - მე-6 კლასში.
Ø  უცხო ენების კათედრამ 2019 წლის 14 მარტს ჩაატარა სასკოლო ღონისძიება: ,,გაზაფხული ჩვენს ქალაქში.“
Ø  დაიგეგმა პროექტი ,,დავიცვათ ბუნება!“ რომელსაც უხელმძღვანელებენ ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები და რომელშიც ჩართული იქნებიან მეათე კლასის მოსწავლეები.
Ø  მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მათ მოსწონთ ინტეგრირებული გაკვეთილები, სადაც სხვადასხვა საგნის  მასწავლებლები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის,  ერთად თანამშრომლობენ და მოსწონთ პროექტები, რომელსაც რამოდენიმე მასწავლებელი ხელმძღვანელობს.
Ø  გამოკითხვის შედეგების ანალიზის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლები ახლა უფრო თამამად და გულწრფელად საუბრობენ არსებულ პრობლემაზე, აცნობიერებენ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და უკვე ხედავენ  გზას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას არსებული პრობლემა, აფიქსირებენ მზაობას აქტიური წვლილი შეიტანონ მის მოგვარებაში.
Ø  მასწავლებლებს შორის მინიმუმამდე დავიდა აქამდე არსებული ბარიერები, ისინი უკვე აქტიურად ეკონტაქტებიან ერთმანეთს და ხალისით გეგმავენ ერთობლივ აქტივობებს. მასწავლებლებს შორის მოხდა თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესება;
Ø  მასწავლებლების პროფესიული აქტივობები გახდა მრავალმხრივი და მათ მონაწილეობა ჯგუფურ პროექტებში მიიღეს;
Ø  მასწავლებლებს შორის გაიზარდა თანამშრომლობითი ურთიერთობების პროფესიული ხარისხი და სამუშაო დროის ლიმიტი, ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება, ერთობლივად ჩამოაყალიბებს ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმები;
Ø  გაიზარდა მასწავლებლების მოტივაცია. მანამდე პასიური მასწავლებლები უკვე სურვილს გამოთქვამენ თანამშრომლობით პროექტებში მონაწილეობაზე;
Ø  მასწავლებლების მიერ ერთობლივად დაგეგმილი და განხორციელებული გაკვეთილები და პროექტები უფრო ეფექტური, სახალისო, ორიგინალური და ინფორმაციითა და რესურსებით დატვირთული გამოვიდა;
Ø  ის მასწავლებლები, რომლებიც მანამდე უარს აცხადებდნენ გარე დაკვირვების გავლაზე, უკვე წინსვლაზე ფიქრობენ;
Ø  და რაც მთავარია, ჩემ მიერ ორგანიზებული არაფორმალური სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებს ძალიან მოეწონათ. მათ უკვე თავად დაგეგმეს და ჩაინიშნეს მომდევნო შეხვედრა, რომელიც მოწამეთასთან შედგება 26 მაისს და მასწავლებელთა მთელი წლის მუშაობის შეჯამებას მოახდენს.

             ბოლო 2 თვის დაკვირვების შედეგად მიღებული მეორადი მონაცემები ასეთია:
Ø  24 მასწავლებლიდან მასწავლებელთა შიდასასკოლო კონფერენციაზე თემა წარმოადგინა 11-მა მასწავლებელმა. სხვები მსმენელები იყვნენ და აქტიურად სვამდნენ კითხვებს;
Ø  ინტეგრირებული გაკვეთილი დაგეგმა და ჩაატარა ექვსმა მასწავლებელმა;
Ø  სასწავლო პროექტი ერთად დაგეგმა სამმა მასწავლებელმა;
Ø  გაკვეთილები ჩაატარა და ერთმანეთს დაესწრო 10 მასწავლებელი;
Ø  სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდა 20 მასწავლებელი;
Ø  4 მასწავლებელი სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობით არ დაინტერესებულა.
       ორი თვის შემდეგ კვლავ ჩავატარე გამოკითხვა, ოღონდ ამჯერად ზეპირი გამოკითხვის მეთოდი გამოვიყენე. ცალ-ცალკე შევხვდი კათედრის წევრებს იმის დასადგენად, თუ რამდენად კმაყოფილები არიან სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობებით. გავაკეთე ჩანაწერები, რისი ანალიზის შედეგადაც მივიღე ინფორმაცია, თუ რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა მასწავლებლების მიერ გაწეული სამუშაო, შეიცვალა თუ არა რამე ამ კუთხით.
       ასევე შევხვდი იმ კლასების მოსწავლეებს, სადაც ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები და ასევე იმ კლასს, სადაც დაიგეგმა სასწავლო პროექტი. ზეპირი გამოკითხვის შედეგად, გამოიკვეთა, რომ  მასწავლებების მიერ ერთობლივად დაგეგმილმა და განხორციელებულმა აქტივობებმა მოსწავლეებში გაზარდა მოტივაცია და სწავლის ხარისხი. მივიღე მოსწავეებისაგან რეკომენდაციები, თუ რისი გაკეთება შეიძლება კიდევ, თუ როგორ უნდა მოხდეს ეფექტური თანამშრომლობა როგორც მასწავლებლებს, ისე მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.
        განხორციელებულმა ინტერვენციებმა მომცა თუ არა შედეგი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია კვლევამდე და კვლევის შემდგომ სტატისტიკას. სტატისტიკაზე დაყრდნობით, კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ სკოლაში მასწავლებელთა შორის ტანამშრომლობითი კულტურა გაუმჯობესდა.











                                                თავი VII

რეკომენდაციები, თვითკრიტიკა და რისკფაქტორები

7.1. თვითკრიტიკა და რისკფაქტორები

       ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის საკითხი შერჩეული იქნა სკოლის დირექტორის, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის, კვლევის ავტორის მიერ. კვლევის პროცესში თავი იჩინა სხვადასხვა პრობლემამ.
       ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევის ცვლილებები სკოლაში მიმდინარე სასწავლო წლის გადატვირთულ პერიოდს დაემთხვა. ინტერვენციაში ჩართულმა რამდენიმე მასწავლებელმა სწორედ ამ პერიოდში გაიარა გარე დაკვირვება, რამდენიმე მათგანი  ტრენინგებზე დადიოდა, რაც ნაწილობრივ ართულებდა შეხვედრების ორგანიზებას.
       მშობლები და მოსწავლეები გულგრილად მოეკიდნენ დარიგებული კითხვარების შევსებას. მათ დირექციისა და მასწავლებლების საამებლად უფრო შეავსეს კითხვარები, ვიდრე კვლევისთვის საჭირო რეალური სურათის შესაქმნელად. ამიტომ, ვთვლი, რომ მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის უფრო კარგად უნდა განმემარტა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა კითხვარის შევსება.



7.2. რეკომენდაციები

       პირველადი კვლევების, ინტერვენციებისა და მეორადი დაკვირვების შედეგად შემუშავდა შემდეგი სახის რეკომენდაციები:
Ø  მასწავლებლებმა კოლეგათა თანამშრომლობის იგივე კურსი უნდა შეინართუნონ და განავითარონ, რაც შემუშავდა კვლევის მიმდინარეობისას;
Ø  მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის მაჩვენებელი გაზრდილია, რეკომენდირებულია, თუ აღნიშნული საკითხის კვლევას თავად გააგრძელებენ მასწავლებლები, რომ უფრო ნათლად დავინახოთ გარკვეული დროის შემდეგ ეს ყველაფერი როგორ ასახვას ჰპოვებს სასწავლო პროცესსა და მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე;
Ø  თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვით, მატერიალურ-ტექნოლოგიური ბაზის გაუმჯობესებით, ჯილდოების დაწესებით (საუკეთესო მოხსენების, საუკეთესო პროექტის, საუკეთესო იდეის და ა. შ ). სკოლის ადმინისტრაციამ ხელი უნდა შეუწყოს მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებას;
Ø  სკოლის ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს სკოლის კულტურის განვითარებას, რაც გულისხმობს მასწავებლების კოლაბორაციულ თანამშრომლობას, პროფესიული ცოდნის გაზიარებას და უკუკავშირის მიცემას;
Ø  მასწავლებლებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ თანამშრომლობითი  გარემოს შექმნას.



                                                     დასკვნა

       სკოლაში განხორციელებული კვლევის მიზანი იყო მასწავლებლების საჭიროებების დადგენა, მათ შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების გზების მოძიება, მასწავლებლების როლის განსაზღვრა მოსწავლის განათლება/განვითარებაში, ინტერვენციების შემუშავება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მასწავლებლებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს.
       კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა კვლევის როგორც თვისებრივი, ისე - რაოდენობრივი მეთოდები. კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლის, ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელებისა, მეორადი კვლევებისა და დასკვნების, შეფასების ეტაპებს. შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის არაეფექტურად გამოვლენის მიზეზები მდგომარეობს შემდეგში:
Ø  გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა პედაგოგებს შორის;
Ø  მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი, კოლაბორაციული პრაქტიკის განხორციელება არ ხდება პროფესიული განვითარების მიზნით;
Ø  მასწავლებელთა უმეტესობას თანამშრომლობა მიაჩნია მოვალეობად;
Ø  მასწავლებლებს თითქმის არა აქვთ აქტივობების ერთად დაგეგმვის პრაქტიკა;
Ø  მასწავლებლები უპირატესობას დამოუკიდებლად მუშაობას ანიჭებენ;
Ø  მასწავლებლებს ბოლომდე არა აქვთ გააზრებული თანამშრომლობის მნიშვნელობა;
Ø  მასწავლებელთა ნაწილი სიახლეების მიმღებლობით არ გამოიჩევა. ამიტომ უჭირთ მოსწავლეების სასწავლო პროცესით დაინტერესება. ისინი თვლიან, რომ ცოდნას განახლება არ სჭირდება, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ, რომ ტრენინგებზე სიარული დროის ფუჭი კარგვაა, რომ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა სულაც არ ესაჭიროებათ, კრედიტების დაგროვება ,,ზედმეტი ტვირთია“ და ა. შ. თანამშრომლობაში მათ ხელს უშლის ისეთი საკმარისი წინაპირობების არქონა, როგორიცაა: კვალიფიკაცია, გამოცდიება, ასაკი;
Ø  დროის და მატერიალური ფაქტორი. ხშირად მასწავლებლებს ურჩევნიათ დრო რეპეტიტორობას მოახმარონ, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო ჰქონდეთ.

       აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ეფექტური იყო. ინტერვენციების განხორციელების შედეგად გამოვლინდა თანამშრომლობითი სწავლა/სწავლების ეფექტურობა და ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვით სასწავლო პროცესის გაუმჯობესება. კვლევის განხორციელების შემდეგ სკოლაში გაუმჯობესდა მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურა, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ზრდისა და სწავლის ხარისხის ამაღლებაშიც აისახა.
       კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შემუშავდა რეკომენდაციები. სკოლაში თანამშრომლობის კულტურის ასამაღლებლად საფუძველი უკვე მომზადებულია.  მთავარია, აღნიშნული ცვლილება დაინერგოს, რათა გაიზრდოს მასწავლებლებს შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რაც საბოლოოდ, სასკოლო კულტურის გაუმჯობესებასა, სწავლის ხარისხისა და მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული. შესაბამისად, კვლევის გაგრძელება საინტერესო იქნებოდა შემდეგი კუთხით: მოსწავლეებში დემოკრატიული ცნობიერების ამაღლების მიზნით თანამშრომლობის გაუმჯობესება.







                                          ბიბლიოგრაფია
1.      გოდუაძე, მარიამ. 2018. ეფექტური სასწავლო პროცესის შექმნის ძირითადი ასპექტები - თანამშრომლობა http://mastsavlebeli.ge/?p=19319(01.04.2019)
2.      ვაჩეიშვილი, ნათია. თანამშრომლობა სასწავლო პროცესში, როგორც დემოკრატიული ცნობიერების (ურთიერთდამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და თვითშეფასება) ამაღლების ერთ-ერთი საშუალება თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016.http://eprints.iliauni.edu.ge/6600/1/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.pdf (01.04.2019)
3.      ინასარიძე, მაია. 2014, პროფესიული თვითგანვითარება და მისი ბარიერები თბილისი: მასწავლებელი N5, 35-38.
4.      კუხალაშვილი, ირმა. 2013. თანამშრომლობის კულტურის დასამკვიდრებლად. თბილისი: მასწავლებელი N2, 4-6.
5.      კუხალაშვილი, ირმა. 2013. თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას მოემსახურება თბილისი: მასწავლებელი N2, 7-8.
6.      ლომოური, გიორგი. ხატიაშვილი, ხატია. მასწავლებელთა თანამშრომლობის გაუმჯობესება PBL--ით ( Project-Based-Learning) აია-GESS სკოლის მაგალითზე. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016.
7.      ნოზაძე, გიორგი. 2013. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თანამედროვე მოდელები თბილისი: მასწავლებელი N2, 34-37.
8.      რევიშვილი, ნინო. 2014. მასწავლებელთა პროფესიული კმაყოფილება და მოტივაცია. თბილისი: მასწავლებელი N5, 8-11.
9.      რევიშვილი, ნინო. 2014. ქვეყნის განათლების სისტემა და მასწავლებელი. თბილისი: მასწავლებელი N5, 38-41
10.  შურღაია, ავთანდილ. 2012. სოფიკო ლობჟანიძე - კოლეგებთან თანამშრომლობა - წარმატების ერთ-ერთი პირობა. http://mastsavlebeli.ge/?p=2517(01.04.2019)
11.  ჭავჭავაძე ილია „რჩეული წერილები.“ წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1,  445-532. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.

12.  ჯანელიძე, ანა. 2018. პროფესიული სწავლის თემი - სკოლამდელი და დაწყებითი განათლების მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების ეფექტური გზა. თბილისი: მასწავლებელი N5, 40-43.
13.  ჯალიაშვილი, მაია. 2014. უწყვეტი მასწავლებლობა - მუდმივი ძიების გზა. თბილისი: მასწავლებელი N5, 31-34.

                    დანართი

                                              დანართი N1

        ჩაღრმავებული ინტერვიუ დირექტორის მოადგილესთან

       ჩაღრმავებული ინტერვიუ განხორციელდა დირექტორის მოადგილესთან:

1.      როგორი ურთიერთობა გაქვთ თითოეულ პედაგოგთთან?
2.      რამდენად ახერხებთ პედაგოგებთან კომუნიკაციას და ხედვათა ურთიერთგაზიარებას?
3.      როგორია მასწავლებლების დამოკიდებულება სკოლის მიმართ?
4.      როგორია მასწავლებლების დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ?
5.      როგორია მასწავლებლებს შორის დამოკიდებულება?
6.      ახერხებენ თუ არა მასწავლებლები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას? თუ ვერ ახერხებენ, რა შემაფერხებელი ფაქტორები შეიძლება არსებობდეს იმისა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ეფექტურად გამოავლინონ?
7.      ეხმარებით თუ არა მასწავლებლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში?
8.      გამოხატავენ თუ არა მასწავლებლები უკმაყოფილებას თანამშრომლობის ნაკლებობაზე?
9.      რა შეიძლება გახდეს მოტივატორი მასწავლებელთა შორის თანამშრომლობისა?
10.  იმისათვის, რომ სკოლაში გაუმჯობესდეს თანამშრომლობის კულტურა, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
           



                                       დანართი N2

             კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

შეხვედრის თარიღი:      7.03.2019       20.03.2019         26.03.2019
შეხვედრის/შეხვედრების თემა:  გაკვეთილის გეგმის შედგენა და გეგმის შესაბამისი შეფასების რუბრიკების შემუშავება                                       
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნინო ელბაქიძე
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა:  20
შეხვედრების მიზნის აქტუალურობა: შეხვედრის თემად შევარჩიე გაკვეთილის ერთობლივად დაგეგმვა, რადგან ერთობლივად შემუშავებული გეგმა ბევრად უფრო დახვეწილი პროდუქტი იქნება, რადგან რაც მეტი გამოცდილი პედაგოგი ჩაერთვება გეგმის შემუშავებაში, მით უფრო სრულყოფილ გეგმას მივიღებთ.

                                       სამუშაო შეხვედრების გეგმა

N
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
1
07.03.2019
კარგად გაიაზრებენ გაკვეთილს მიზნებს;
აიმაღლებენ კვალიფიკაციას ინოვაციურ სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებაში, რომელთა დაუფლება და პრაქტიკაში დანერგვა სჭირდებათ

1.            შეხვედრის გახსნა
2.            შეხვედრის მიზნებისა და დღის წესრიგის გაცნობა
3.            შესაბამისი სტანდარტების განხილვა, მიზნების შემუშავება, მსჯელობა რესურსების შესახებ
4.             აქტივობების დაგეგმვა, მსჯელობა მოსალოდნელი სირთულეების შესახებ, მონაცემების ფორმების შეგროვება
5.            ერთობლივი გაკვეთილის გეგმის შემუშავება (გეგმის შემუშავებას ჩემთან ერთად ის მასწავლებლებიც ხელმძღვანელობდნენ, ვინც გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა)

2
20.03.2019
·         შეაფასებენ ერთობლივად ჩატარებული გაკვეთილის ეფექტურობას;
·         შეაჯამებენ მიღებულ გამოცდილებას;
დაგეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს
შე    1. შეხვედრის გახსნა
2.      2. შეხვედრის მიზნებისა და დღის წესრიგის გაცნობა
3.      3. მასწავლებლის რეფლექსია  საკუთარი გაკვეთილის შესახებ
4.      4. დამკვირვებელი მასწავლებლების მიერ ერთობლივი გაკვეთილის ეფექტურობის შეფასება
5. სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა
3
26.03.2019
გაკეთდება კორექტირებული გეგმით ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია;
მოხდება საგნობრივი ცოდნისა და პედაგოგიური  უნარ-ჩვევების გაუმჯობესება


შე       1. შეხვედრის გახსნა
·         2. შეხვედრის მიზნებისა და დღის წესრიგის გაცნობა
·         3. ჩამტარებელი მასწავლებლის რეფლექსია
·         4. გაკვეთილის შედეგების განხილვა გეგმაში ცვლილებების შეტანის შემდეგ
·         5. მასწავლებლების მიერ მიღებული გამოცდილების შეჯამება
·         6. საბოლოო შედეგების ანალიზი;
შეხვედრების ეფექტიანობის შეფასება და დასკვნების გაკეთება.


                                   დანართი  N3

          კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

შეხვედრის თარიღი:      06.03.2019       15.03.2019         22.03.2019
შეხვედრის/შეხვედრების თემა:  სასწავლო ციფრული რესურსებისა და ბლოგის  შექმნა
შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნინო ელბაქიძე
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა:  20
     შეხვედრების მიზნის აქტუალურობა: მასწავლებელთა ინტერესთა სფეროს გაფართოება, მოტივაციის ამაღლება ისტ-ის მიმართულებით;  ისტ-ის უნარ-ჩვევების განვითარება; სასწავლო რესურსების შექმნა


                                       სამუშაო შეხვედრების გეგმა

N
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
1
06.03.2019
გაეცნობიან იმ მოთხოვნებს, რომელსაც რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე გაეცნობიან რესურსის ტიპებს, საგანმანათლებლო რესურსის შეფასების სქემას, ბლოგის სტრუქტურას
  1. შეხვედრის გახსნა
2.    შეხვედრის მიზნებისა და დღის წესრიგის გაცნობა
3.    შესაბამისი სტანდარტების განხილვა, მიზნების შემუშავება, მსჯელობა რესურსების შესახებ
4.     აქტივობების დაგეგმვა, მსჯელობა მოსალოდნელი სირთულეების შესახებ, მონაცემების ფორმების შეგროვება

2
15.03.2019
·     შეისწავლიან რესურსის შექმნას 
Le learningapps.org – ის გამოყენებით;     შეისწავლიან ბლოგის შექმნას








შე    1. შეხვედრის გახსნა
2.      2.შეხვედრის მიზნებისა და დღის წესრიგის გაცნობა
3.      3.learningapps.org-ის ძირითადი ინსტრუმენტები
2.     4.  სავარჯიშოს შექმნა
3.      5. მართული პრაქტიკა
4.      6.საშინაო დავალების მიმოხილვა


3
22.03.2019
შეისწავლიან რესურსის  შექმნას learningapps.org – ის გამოყენებით;
ისწავლიან რეფლექსიის შექმნას;
შეისწავლიან ბლოგის მართვას


შე    1. შეხვედრის გახსნა
·       2. შეხვედრის მიზნებისა და დღის წესრიგის გაცნობა
·       3. ჩამტარებელი მასწავლებლის რეფლექსია
·      4. საშინაო დავალების ანალიზი
2.    5. ახალი ტიპის სავარჯიშოს შექმნა შესწავლილ პროგრამაში
3.    6.რესურსის გამოყენების რეფლექსია







                                      დანართი  N4
                      
                                   უცხო ენების კათედრა

                                                  ოქმი N

       2019 წლის  28 დეკემბერს ჩატარდა ქ. ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის უცხო ენების კათედრის მასწავლებელთა სხდომა.
       სხდომას ესწრებოდა  5 მასწავლებელი: N1. N2. N3. N4. N5.
       სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება.

                                              დღის წესრიგი:
1.         პირველი სემესტრის კათედრის მუშაობის შეჯამება/
       სხდომას უძღვებოდა უცხო ენების კათედრის თავმჯდომარე. მან გააცნო წევრებს დღის წესრიგი, რომელსაც ეყარა კენჭი.
კენჭისყრის შედეგები
მომხრე - 5
წინააღმდეგი–0
თავი შეიკავა–0
დაადგინეს: სხდომა წარიმართოს ზემოთ აღნიშნული დღის წესრიგით.
მოისმინეს: კათედრის წევრების გამოსვლები, რომელმაც ისაუბრეს პირველ სემესტრში კათედრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.   
        აზრი გამოთქვა N2 მასწავლებელმა.  მან აღნიშნა, რომ წარმოდგენი ღონისძიებები კარგია, მაგრამ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რათა ეფექტურად წარიმართოს სასწავლო პროცესი. კარგი იქნება, თუ მეორე სემესტრში ერთობლივად დაგეგმავენ სასკოლო ღონისძიებას, რაც სიახლე იქნება კათედრისთვის. მან დამსწრე საზოგადოებას შეთავაზა აღნიშნული საკითხის კენჭისყრაზე დაყენება.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 5
წინააღმდეგი–0
თავი შეიკავა–0
       დაადგინეს: უცხო ენების კათედრამ 2019 წლის გაზაფხულზე ჩაატაროს სასკოლო ღონისძიება: ,,გაზაფხული ჩვენს ქალაქში.“

კათედრის ხელმძღვანელი:                                        /                            /

კათედრის მდივანი:                                                    /                          /




 რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

       სსიპ - ქ. ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორის, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგის, ნინო ელბაქიძის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა ,, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესება.“
       ჩემ მიერ განხორციელებულმა დაკვირვებამ, გამოკითხვებმა და მასწავლებელთა  ნაწილის უკმაყოფილებამ, რომ კოლეგა არ ან ნაკლებ ეხმარება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, უკუკავშირის მიცემაში, არ ან ნაკლებ უზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ა. შ.   ცხადყო, რომ ჩვენს სკოლაში მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურა გასაუმჯობესებელია, მასწავლებლებს შორის არაეფექტური კომუნიკაციაა. კვლევის საფუძველი გახდა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის ნაკლებობა. სწორედ ამან განაპირობა შერჩეული კვლევის ჩატარება.  ვამჩნევდი, რომ კოლეგები ერთმანეთს უინტერესოდ, ძალდატანებით ან სულაც არ ეხმარებოდნენ. დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რა უნდა მომემოქმედებინა, რომ ეს პრობლემა სკოლაში მოგვარებულიყო. ამიტომ ჩემთვის, როგორც არამარტო მასწავლებლისთვის, არამედ, პირველ რიგში, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხით კვლევის წარმართვა, რომელიც ორიენტირებული  იქნებოდა პრობლემის იდენტიფიცირებასა და მისი გადაჭრის მცდელობაზე. აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა კვლევის მთავარი კითხვაც: ,,ჩვენს სკოლაში რა არის მიზეზი მასწავლებლებს შორის სუსტი თანამშრომლობისა და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?“ მასწავლებელთა შორის სუსტი თანამშრომლობის პრობლემა საგანმანათლებნლო სივრცეში ერთ-ერთი აქტუალურია. ამიტომ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტირება, მის გადასაჭრელად ღონისძიებების დასახვა და განხორციელება დავისახე მიზნად. რადგან ამ პრობლემის მოგვარებაზეა დამოკიდებული როგორც სკოლაში მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესება, ისე - სწავლის ხარისხის ამაღლება.

       კვლევის მიზანი იყო მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის არსებული დონეების და იმ ბარიერების განსაზღვრა და მიზეზების დადგენა, რაც ხელს უშლის მასწავლებელთა თანამშრომლობას, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება, მიღებული შედეგების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა.
       აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ეფექტური იყო. ინტერვენციების განხორციელების შედეგად გამოვლინდა თანამშრომლობითი სწავლა/სწავლების ეფექტურობა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება. კვლევის განხორციელების შემდეგ სკოლაში გაუმჯობესდა მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურა, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებაშიც აისახა.
       კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით შემუშავდა რეკომენდაციები. განხორციელებულმა ინტერვენციებმა მომცა თუ არა შედეგი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია კვლევამდე და კვლევის შემდგომ სტატისტიკას. სტატისტიკაზე დაყრდნობით, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სკოლაში მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურა გაუმჯობესდა.
        კვლევის შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების ანალიზის მიხედვით, მასწავლებლები ახლა უფრო თამამად და გულწრფელად საუბრობენ არსებულ პრობლემაზე, აცნობიერებენ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და უკვე ხედავენ რა გზას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას არსებული პრობლემა, აფიქსირებენ მზაობას, რათა აქტიური წვლილი შეიტანონ მის მოგვარებაში. მასწავლებლებს შორის მინიმუმამდე დავიდა აქამდე არსებული ბარიერები, ისინი უკვე აქტიურად ეკონტაქტებიან ერთმანეთს და ხალისით გეგმავენ ერთობლივ აქტივობებს. მასწავლებლებს შორის მოხდა თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესება; მასწავლებლების პროფესიული აქტივობები გახდა მრავალმხრივი და მათ მონაწილეობა ჯგუფურ პროექტებში მიიღეს; მათ შორის გაიზარდა თანამშრომლობითი ურთიერთობების პროფესიული ხარისხი და სამუშაო დროის ლიმიტი, ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება, ერთობლივად ჩამოაყალიბებს ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმები; გაიზარდა მასწავლებლების მოტივაცია. მანამდე პასიური მასწავლებლები უკვე სურვილს გამოთქვამენ თანამშრომლობით პროექტებში მონაწილეობაზე; ის მასწავლებლები, რომლებიც თავს იკავებდნენ გარე დაკვირვების გავლაზე, მზად არიან წინსვლისათვის; მასწავლებლების მიერ ერთობლივად დაგეგმილი და განხორციელებული გაკვეთილები და პროექტები უფრო ეფექტური, სახალისო, ორიგინალური და ინფორმაციითა და რესურსებით დატვირთული გამოვიდა.
       კვლევის შემდეგ ჩატარებული მოსწავლეების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მათ მოსწონთ ის, რომ უტარდებათ ინტეგრირებული გაკვეთილები, სადაც სხვადასხვა საგნის  მასწავლებლები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის,  ერთად თანამშრომლობენ და მოსწონთ და ხალისით ერთვებიან პროექტებში, რომელსაც რამოდენიმე მასწავლებელი ხელმძღვანელობს. ამ დროს იზრდება მათი მოტივაციაც სწავლისადმი.
       რადგან კვლევის შედეგად მიღებული შედეგი დადებითი აღმოჩნდა, ამიტომ ჩავთვალე, რომ იგი მასწავლებლებისთვის უნდა გამეზიარებინა. კვლევის ანგარიში აუდიტორიას პრეზენტაციის სახით წარვუდგინე. ვფიქრობ, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესების პროცესში დირექცია და სკოლის ყველა პედაგოგი უნდა იყოს ჩართული. მასწავლებელმა პროფესიული კვალიფიკაცია რომ აიმაღლოს, საჭიროა კოლეგიალური გარემოს ჩამოყალიბება, რაშიც მასწავლებლებს კონფერენციებსა და სემინარებზე მომხსენებლად გამოსვლა, სასწავლო ლიტერატურისა და სასწავლო რესურსის შექმნა, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩატარება ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მე-10 მუხლი პირდაპირ ავალებს მასწავლებლებს კოლეგებთან თანამშრომლობას, მაინც პრობლემატურ საკითხად რჩება ურთიერთთანამშრომლობა. აქედან გამომდინარე ყველასათვის ისედაც ნათელი იყო საკითხის აქტუალობა. ამიტომ უშაუალოდ კვლევის შედეგებზე, ინტერვენციის პროცესზე, რეკომენდაციებსა და საბოლოო დასკვნებზე ვისაუბრე. მასწავლებლებისთვის ადვილად აღსაქმელი რომ გამხდარიყო გამოკითხვის შედეგები, სლაიდებზე დიაგრამებით გამოვსახე. მასწავლებლებმა დეტალებიის დაზუსტების მიზნით დამისვეს კითხვები, თავადაც გამიზიარეს გამოცდილებები.
       პედაგოგებისაგან მიღებული უკუკავშირი იყო როგორც დადებითი, ისე - უარყოფითი. მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა იყო დროული, რადგან სკოლაში კოლეგებს  მართლაც სჭირდებოდათ თანამშრომლობის გაუმჯობესება. რამოდენიმე მასწავლებელმა  გამოთქვა სურვილი, თავადაც განეხორციელებინა კვლევა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ კვლევას უკეთესი შედეგი ექნება, თუ ის გრძელვადიანი გახდება.
       ჩემთვის მისაღები და გასათვალისწინებელი იყო ყველა უკუკავშირი და რეკომენდაცია, რაც მივიღე როგორც კვლევის პროცესში,  ისე პრეზენტაციის დროს.  უკუკავშირმა და რეკომენდაციებმა დამანახა, რომ კიდევ ბევრი აქტივობის, გზებისა და მეთოდების მოფიქრება შეიძლება მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის ასამაღლებლად.
       პრეზენტაციის ბოლოს მადლობა გადავუხადე მასწავლებლებს ჩემ მიერ წამოწყებული ინიციატივის პასუხისმგებლობით მოკიდებისთვის.  
       სკოლაში თანამშრომლობის კულტურის ასამაღლებლად საფუძველი უკვე მომზადებულია.  მთავარია, აღნიშნული ცვლილება დაინერგოს, რათა გაიზრდოს მასწავლებლებს შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რაც საბოლოოდ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული. შესაბამისად, ვაპირებ კვლევის გაგრძელებას. საინტერესო იქნებოდა კვლევის ჩატარება შემდეგი კუთხითაც: მოსწავლეებში დემოკრატიული ცნობიერების ამაღლების მიზნით თანამშრომლობის გაუმჯობესება.

       სსიპ - ქალაქ ქუთაისის N 22 საჯარო სკოლის დირექტორი,  ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ნინო ელბაქიძე

























No comments:

Post a Comment