ბლოგის მიზანი


* საქმიანობის აღნუსხვა და პოპულარიზაცია

* თანამშრომლობა

* სწავლა და სწავლება


ჩემი მიზანია:
  • გამოვუმუშავო მოსწავლეს ელემენტარული სასწავლო უნარ- ჩვევები, ვასწავლო სწავლა;
  • ვასწავლო გააზრებული კითხვა, რაც გამჭოლი უნარია ყველა სასწავლო დისციპლინის შესასწავლად;
  • შევუქმნა მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
  • ჩამოვუყალიბო მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური
  • ამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
  • შევუქმნა მოსწავლეს პირობები და ჩამოვუყალიბო საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად, იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
  • განვუვითარო მოსწავლეს ძირითადი უნარები -წერა, კითხვა, მოსმენა, აზრის გამოთქმა, თხრობა, საუბარი;
  • გამოვუმუშაო წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
  • ჩამოვუყალიბო დამოუკიდებელი აზროვნების უნარი;
  • შევუქმნა კითხვის მიმართ დადებითი განწყობა;
  • ჩამოვუყალიბო საკუთარი ელემენტრული შეხედულებები ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე;
  • გავუცნობიერო სწავლის დანიშნულება და გამოვუმუშაო მიღებული ცოდნის, უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

ჩემი  მუშაობის პრიორიტეტებია:

1.სასწავლო პროცესის სრულყოფა;
2.სწავლების მაღალი ხარისხი;
3.ბავშვზე ორიენტირებული სწავლება;
4. პროფესიული ზრდა;
5. თანამშრომლობა


No comments:

Post a Comment